წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისტრესული საშუალება.
სამიზნე სახეობა: ფრინველი, ღორი.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1ლ ხსნარი შეიცავს: ბეტაინს 250გ, ვიტამინ C–ს 90გ, კალიუმის ქლორიდს 2გ, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატს 4გ, კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატს 40გ, ნატრიუმის ქლორიდს 20გ, შემავსებელს 1 ლ-მდე.
გამოშვების ფორმა: ხსნარი დაფასოებულია პოლიეთილენის კონტეინერში 1ლ და 5ლ-ის მოცულობით.
გამოყენების ჩვენებები
ფრინველი და ღორი - მაღალი ტემპერატურისაგან გამოწვეული ტემპერატურული სტრესის მოხსნისათვის.
გამოყენების წესი და დოზები
მკურნალობა: 2 ლიტრი ბეტამინტი იხსნება 1000 ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში
პროფილაქტიკა: 1ლ /1000ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში, ტემპერატურული მატების პერიოდის დაწყებამდე 2 დღით ადრე.
ბეტამინტის გამოყენება გრძელდება თუ ტემპერატურული სტრესი ხანგრძლივად მიმდინარეობს.
ხსნარი უნდა გამოიცვალოს 24 საათში ერთჯერ.
გამოიყენება პერორალურად, სასმელ წყალთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება გრილ, ტენისგან, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.