შემცველობა
100მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: კალციუმის გლუკონატს 45გ, კალციუმის გლუკოჰეპტონატს 2გ, კალციუმის ჰიპოფოსფიტს 2გ, კალციუმის D- საქარატს 1გ და მაგნიუმის ქლორიდს 3გ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური კომპლექსი.
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება ჰიპოკალცემიით გამოწვეული დამბლისა და აგრეთვე კალციუმის დეფიციტის პრევენციული მკურნალობის მიზნით ყველა შინაურ ცხოველებში, ღორებში და განსაკუთრებით მსხილფეხა პირუტყვში. მშობიარობის დროს ცხელებისა და ლაქტაციის პერიოდში ტეტანიის შემთხვევაში. ჰიპომაგნიემიის კრუნჩხვისა და სხვა დაავადებების დროს რომლებიც ცნობილია როგორც მდელოს ტეტანიის სახელით. ასევე რაქიტის, ოსტეომალაციის, ახალგაზრდა ცხოველების ზრდის შეფერხებისა და შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რეპროდუქციული მაჩვენებლების შემცირების, ალერგიის, ინტოქსიკაციების, ნერვული სისტემის აშლილობის (morbus maculosis, შრატის დაავადება, ეკლამპსია, ანაფილაქსია, ეგზანთემა, ჰემორაგიული დიათეზი, ჰემატურია და ალერგიული რეაქციები) შემთხვევაში; ლითონებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს, როგორებიცაა ვერცხლისწყალი, ტყვია, სპილენძი, კალა და კადმიუმი, აგრეთვე ქლოროფორმით, ნახშირბადის ტეტრაქლორიდით, ორგანული ფოსფორის ინსექტიციდებითა და საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, აგრეთვე მწერების ნაკბენის და აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როცა საჭიროა დიდი რაოდენობით ფოსფორის და ფოსფატის მიღება.
გამოყენება და დოზირება
მსხვილფეხა პირუტყვი |
200-500კგ სხეულის წონა |
80-100მლ |
ცხენი |
200-500კგ სხეულის წონა |
80-100მლ |
ცხვარი, თხა |
20-50 კგ სხეულის წონა |
15-25მლ |
ღორი |
50 კგ სხეულის წონა |
15მლ |
პრეპარატი მიიღება კუნთში, ვენაში და კანქვეშ.
კალსიმინის საინექციო ხსნარის ინტრავენურად შეყვანა ხდება ნელა, კანქვეშ და კუნთში ინექციის შემთხვევაში დოზა უნდა დაიყოს 3-4 თანმიმდევრულ დოზად.
მწარმოებელი: VILSAN.