წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ვიტამინ E-ს (ტოკოფეროლ აცეტატი) 100მგ; ნატრიუმის სელენიტს 0,5მგ; შემავსებელს 1 მლ-მდე.
გამოყენების ჩვენებები
შინაური ფრინველი: გამოიყენება ვიტამინ E-ს უკმარისობით გამოწვეული კლინიკური და სუბკლინიკური შემთხვევების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, სელენის ნაკლებობის, თავის ტვინის გარბილების (ენცეფალომალაცია), ექსუდაციური დიათეზის, კვერცხის გამოყვანის შემცირების დროს.
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: გამოიყენება ვიტამინ E-ს უკმარისობით და სელენის დეფიციტით გამოწვეული კლინიკური და სუბკლინიკური შემთხვევების, კუნთოვანი დისტროფიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გამოშვების ფორმა: 1ლ და 5 ლ პოლიეთილენის ბოთლებში.
გამოყენების წესი და დოზირება:
ფრინველი: 1ლ სელვიტე გახსნილი 1000ლ წყალში 5 დღის განმავლობაში (ან 1მლ/1ლ სასმელ წყალში გახსნილი).
ხბო, ცხვარი, თხა: 2-10მლ ერთ სულ ცხოველს (ან 1მლ/1ლ სასმელ წყალში გახსნილი).
პრეპარატიანი წყალი გამოიყენეთ 24 სთ-ის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.