კლავილ LC / Klavil LC

Amoxicillin Trihydrate, Clavulanic Acide, Prednisolone

 

წამლის ფორმა: ზეთოვანი სუსპენზია ინტრაცისტერნალური, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, მასტიტის საწინააღმდეგო საშუალება.


სამიზნე სახეობა:
მსხვილფეხა პირუტყვი.


შემადგენლობა, 5 გ სუსპენზია შეიცავს:


200 მგ ამოქსიცილინს (ექვივალენტურია 229,56მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის), 50 მგ კლავულანის მჟავას (ექვივალენტურია 59,81 მგ კლავულანმჟავას ნატრიუმიანი მარილის) და 10 მგ პრედნიზოლონს.

 

აღწერა: მოთეთრო ან კრემისფერი ზეთოვანი სუსპენზია.


გამოშვების ფორმა: 5 გ შპრიც-კათეტერი (ინჟექტორი) 12 და 14 ცალი შეფუთული მუყაოს კოლოფში.


ჩვენებები:


ენიშნება ძროხებს ლაქტაციის პერიოდში ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავე და ქვემწვავე მასტიტების სამკურნალოდ ანთებისა და ტკივილის დროს.


გამოყენების წესი და დოზირება


კლავილ LC გამოყნების წინ ცურის დაზიანებული მეოთხედიდან გამოყოფენ რძეს და უტარებენ უტილიზაციას, დვრილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით, პრეპარატი შპრიც-კატეტერი კანულას მეშვეობით ფრთხილად შეჰყავთ. შემდეგ კანულა გამოაქვთ, დვრილის თავს თითებით აწვებიან 1-2 წუთის განმავლობაში და უტარებენ მსუბუქ მასაჟს ქვემოდან ზევით, რათა უკეთ გადანაწილდეს სამკურნალო საშუალება.  პრეპარატის შეყვანა დაზიანებულ მეოთხედში ტარდება ერთჯერადი დოზით 5 გ (ერთი შპრიცის შიგთავსი), სამჯერ 12 საათიანი ინტერვალით. პრეპარატის მიღება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო პრეპარატის, სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენებას, გარდა იმ საშუალებებისა, რომლებიც ცურში ადგილობრივად შეიყვანება.


შენახვის პირობები:


ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე(15-25℃).


ვარგისობის ვადა: 2 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა:
Vilsan, თურქეთი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ