სიქოფიდორი / SICOFIDOR 30.5 SC

(იმიდაკლოპრიდი 30.5% SC)

წამლის ფორმა:


ბლანტი, უსუნო სუსპენზია. არ განიცდის ფენებად განშრევებას. წყალში გაზავებისას იგი ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური ინსექტიციდი.


სამიზნე სახეობა: ტერმიტები.


შემადგენლობა: 
იმიდაკლოპრიდი ტექნიკური 30.50% და შემავსებელი 100%-მდე.


ფარმაკოლოგიური თვისებები:


იმიდაკლოპრიდი წარმოადგენს ტრანსამინარული მოქმედების სისტემურ ინსექტიციდს, რომელიც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით და კუჭის მოქმედებით. მოქმედებს როგორც ანტაგონისტი, თრგუნავს მწერის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პოსტსინაფსურ რეცეპტორებს.


გამოყენების წესი და დოზირება:  გამოიყენეთ მხოლოდ მითითების მიხედვით. SICOFIDOR 30.5 SC-ს საჭირო ოდენობა აურიეთ წყალში, რათა უზრუნველყოთ ერთგვარი მოქმედების ზონა.


ტერმიტების წინააღმდეგ მშენებლობის დაწყების და დასრულების დროს SICOFIDOR 30.5 SC გამოყენებული უნდა იქნას კონცენტრაციით 0,075% a.i., ანუ SICOFIDOR 30.5 SC-ის 2,1 მლ/ 1ლ წყლზე ან 1ლ სუსპენზია / 475ლ წყალში.

გამოყენება უნდა განხორციელდეს ხელით სამართავი ზურგჩანთების გამაფრქვეველებით ან ფეხის გამაფრქვეველებით.


რეკომენდირებული დოზები:

 

გამოყენების ტიპი

სამუშაო ხსნარი / მზა ნარევი ლიტრებში

წინა-სამშენებლო პროცესის დროს

5 ლიტრი 1 კვ. მეტრ ზედაპირზე

მიწის და იატაკის გაჯერება

5-7,5 ლიტრი კვ. მეტრ ზედაპირზე

მშენებლობის შემდგომი სტანდარტული დამუშავება

5 ლიტრი 1 კვ. მეტრ ზედაპირზე

პერიმეტრის გაბურღვის და შეშვების ტიპის გამოყენება

1 ლიტრი თითო ხვრელისთვის

მიუდგომელი ადგილების დასამუშავებლად

1 ლიტრი თითო ხვრელისთვის

შენიშვნა:


ზემოთ მოცემული რჩევები და რეკომენდაციები არის კვლევითი ხასიათის და იგი შესაძლოა მორგებულ იქნას ინვაზიის ინტენსიურობის მიხედვით. გთხოვთ, მიყევით რეკომენდაციებს, რომელიც მიღებულია იმპორტიორ ქვეყანაში.


უსაფრთხოების ზომები:


არ შეისუნთქოთ სპრეი. გაზავების და მოხმარების დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, არ მოწიოთ. მისი გამოყენების შემდეგ ან უნებლიეთ კანზე მოხვედრის შემთხვევებში ხელები დაიბანეთ საპონით და წყლით და გამოიცვალეთ სამოსი. მოერიდეთ საკვების, სასმელის, სასმელი წყლის და სხვა ჭურჭლის დაბინძურებას. ცარიელი კონტეინერები გაანადგურეთ გახვრეტით და აღარასდროს გამოიყენოთ ისინი სხვა დანიშნულებით.


სტანდარტული შეფუთვა:


SICOFIDOR 30.5 SC პროდუქტი წარმოდგენილია 1 ლიტრიან, თეთრ, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის ბოთლებში.


შენახვის პირობები: ინახება მშალ,  ნესტისგან, სინათლისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


შენახვის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.


მწარმოებელი: 
The Scientific Fertiliser company PVT  Limited,  ინდოეთი

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ