(ლამბდა-ციჰალოტრინი 4.9% SC)
წამლის ფორმა: ბლანტი, უსუნო სუსპენზია. არ განიცდის ფენებად განშრევებას. წყალში გაზავებისას იგი ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფართო - სპექტრის ინსექტიციდი.
სამიზნე სახეობა: სახლის მწერები (ტარაკნები, ჭიანჭველები, მოზრდილი კოღოები, სახლის ბუზები) და სხვა მცოცავი პარაზიტები.
შემადგენლობა: ლამბდა-ციჰალოტრინი 4.90% და შემავსებელი 100%-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ლამბდა-ციჰალოტრინი წარმოადგენს არასისტემურ ინსექტიციდს, რომელიც გამოიხატება სწრაფი კონტაქტით, კუჭის ქმედებით და რეპელენტური თვისებებით. იძლევა მყისიერ დარტყმას და გრძელვადიან აქტივობას. მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე და ნატრიუმის არხზე ზემოქმედებით არღვევს ნეირონების ფუნქციას.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება სახლის პირობებში ტარაკნების, ჭიანჭველების, მოზრდილი კოღოების, სახლის ბუზების და სხვა მცოცავი პარაზიტების წინააღმდეგ.
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენეთ მხოლოდ მითითების მიხედვით, Command 4.9 CS -ის საჭირო ოდენობა გახსენით წყალში.
სამიზნე მწერები |
სპრეის ტიპი |
მოხმარების ტიპი |
ხსნარის განზავება |
სპრეის მოცულობა |
|
შენობაში |
|
||
სახლის ბუზები, კოღოები |
სტანდარტული სპრეი |
სტანდარტული სპრეი |
1:50 |
1.2 მლ / კვ.მ |
ტარაკანები, ჭიანჭველები, სხვა მცოცავი პარაზიტები |
სტანდარტული სპრეი |
სტანდარტული სპრეი |
1:50 |
30 მლ / კვ.მ |
|
გარეთ |
|
||
სახლის ბუზები, კოღოები |
|
წინასწარი დამუშავება |
1:100 |
0.5 ლ / 100 კვ.მ |
|
|
გეგმიური მომსახურება |
1:200 |
0.5ლ / 100 კვ.მ |
სხვა მცოცავი მწერები |
სტანდარტული სპრეი |
გეგმიური მომსახურება |
1:200 |
8-10ლ / 100 კვ.მ |
შენიშვნა:
ზემოთ მოცემული რჩევები და რეკომენდაციები არის კვლევითი ხასიათის და იგი შესაძლოა მორგებულ იქნას ინვაზიის ინტენსიურობის მიხედვით. გთხოვთ, მიყევით რეკომენდაციებს, რომელიც მიღებულია იმპორტიორ ქვეყანაში.
უსაფრთხოების ზომები:
არ შეისუნთქოთ სპრეი. გაზავების და მოხმარების დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, არ მოწიოთ. მისი გამოყენების შემდეგ ან უნებლიეთ კანზე მოხვედრის შემთხვევებში ხელები დაიბანეთ საპონით და წყლით და გამოიცვალეთ სამოსი. მოერიდეთ საკვების, სასმელის, სასმელი წყლის და სხვა ჭურჭლის დაბინძურებას. ცარიელი კონტეინერები გაანადგურეთ გახვრეტით და აღარასდროს გამოიყენოთ ისინი სხვა დანიშნულებით.
სტანდარტული შეფუთვა:
Command 4.9 CS-ის პროდუქტი წარმოდგენილია ერთლიტრიან, თეთრ, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის ბოთლებში.
შენახვის პირობები: ინახება მშალ, ნესტისგან, სინათლისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.
მწარმოებელი: The Scientific Fertiliser company PVT Limited, ინდოეთი