ტიმპანიკ ვეტი / Tympanic vet

ფაშვის ტიმპანიის საწინააღმდეგო საშუალება
(მწარმოებელი ორგანიზაცია: კომპანია „Over Group“/“ოვერ გრუპი“, პოლონეთი)


I.    ზოგადი ცნობები


1.1 ტიმპანიკ ვეტი (Tympanic vet) ფაშვის ტიმპანიის საწინააღმდეგო საშუალებაა და გამოიყენება ძროხებისათვის ფაშვის გაძლიერებული ფერმენტაციისას ადვილად მონელებადი საკვების მიღების შემდეგ.


1.2. შემადგენლობა, მცენარეული ზეთების ნარევი, ვიტამინი E, ბალახეული ექსტრაქტები (კოჭა, ჟენშენი, პიტნა, კვლიავი, გვირილა, კამა)


არ შეიცავს გენურ -ინჟინრულ-მოდიფიცირებულ პროდუქტებს.


აღწერილობა: წარმოადგენს სითხეს.


გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 500 გ-იან პლასტიკის ბოთლებში.


შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, კარგად ვენტილირებად სათვასოში,  5-დან 25°C - მდე ტემპერატურაზე.


შენახვის ვადა: 12 თვე დამზადების დღიდან.


აკრძალულია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.


შევინახოთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

II.     ფარმაკოლოგიური თვისებები, ჩვენებები

2.1.  ტიმპანიკ ვეტი (Tympanic vet) გამოიყენება ადვილად მონელებადი საკვების მიღების შემდეგ  ფაშვის გაძლიერებული ფერმენტაციისას. პრეპარატში შემავალი მცენარეული კომპონენტები ანელებენ ფერმენტაციის პროცესებს.


2.2. ფაშვიდან გაზების გამოყოფა ხდება ამობოყინებით ან ზონდირებისას. გაზების მოცულობა რედუცირდება. პროდუქტი არ ვნებს ფაშვის ლორწოვან გარსს, არ ზემოქმედებს მიკროფლორაზე და აბსოლუტურად უვნებელია ცხოველებისთვის.

III.     გამოყენების წესი


3.1. ეძლევა ორალურად, უშუალოდ პირიდან.


ზრდასრულ ძროხას ეძლევა 500 გ-იანი პაკეტი;


ცხვარსა და თხას: 100გ პრეპარატი ყველაზე უფრო ეფექტურია ზონდირების პროცედურასთან ერთად.

შეფუთვის გახსნის შემდეგ პროდუქტი არ უნდა გავაჩეროთ სუფთა ჰაერზე 12 საათზე მეტ ხანს.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ