VIPOVER drink

მერძეული ძროხის რაციონში ენერგიის ნაკლებობის შემვსები საშუალება


(მწარმოებელი ორგანიზაცია: კომპანია „Over Group“/“ოვერ გრუპი“, პოლონეთი)


I.    ზოგადი ცნობები


1.1.    საკვები დანამატი ვიპოვერ დრინკი (VIPOVER drink) გამოიყენება მეწველი ძროხის რაციონში ენერგიის ნაკლებობის შესავსებად.


1.2.    შემადგენლობა, 1 კგ ვიპოვერ დრინკი მოქმედ ნივთიერებებად შეიცავს: ვიტამინი А-300 000 МЕ-ს, ვიტამინი D3 -36 000 МЕ-ს,  ვიტამინ Е- 4000 მგ-ს, სპილენძი -100მგ-ს, მანგანუმი-720 მგ-ს, თუთია-900 მგ -ს, იოდი-14 მგ -ს, კობალტი-7 მგ-ს, სელენი-3,5 მგ-ს, საფუარ Saccharomyces cerevisiae CNCM I-1077 – 20 x 109 კწე/კგ, ასევე დამხმარე ნივთიერებებს: დექსტროზას 32,38%-ს, ლაქტოზის ფხვნილს 15%-ს, ხორბლის სახამებელს 22,2%-ს, რძის მშრალ შრატს 10%-ს, ნატრიუმის ქლორიდს 4,5%-ს, კალციუმის კარბონატს 3,09%-ს, კალიუმის ქლორიდს 2,5%-ს, ნატრიუმის ბიკარბონატს 4,31%-ს, მონონატრიუმ ფოსფატს 2%-ს, მაგნიუმის ოქსიდს 1კგ-მდე.


არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს.


მავნე მინარევების შემცველობა არ აღემატება (რუსეთის ფედერაციაში მოქმედ) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.


აღწერილობა: წარმოადგენს ყვითელი ფერის ფხვნილს, დამახასიათებელი ტკბილი სუნით, კარგად იხსნება წყალში.


1.3.    გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 1კგ ტომრებში.


ყოველი დაფასოებული ერთეული მარკირებულია ეტიკეტით და რუსულ ენაზე მითითებულია: მწარმოებელი ორგანიზაციის დაახელება, მისი მისამართი და სასაქონლო ნიშანი, საკვები დანამატის დასახელება, დანიშნულება და გამოყენების წესები, შემადგენლობა და გარანტირებული მაჩვენებლები, მასა ნეტო, შენახვის ვადები და პირობები, ორაგანიზაციის სტანდარტი, ინფორმაცია შესაბამისობის დადასტურების შესახებ, სარეგისტრაციო ნომრები, წარწერა „ცხოველთათვის“ და ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.


შენახვის წესი: ინახება მწარმოებელი ორგანიზაციის შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, კარგად ვენტილირებად სათავსოში,  5-დან 25° C - მდე ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 12 თვე დამზადების დღიდან.


აკრძალულია შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.


II.     ბიოლოგიური თვისებები


2.1.    საკვები დანამატი ვიპოვერ დრინკის ბიოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ამ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს აქვს ორგანიზმის აღდგენის დამაჩქარებელი, მეტაბოლური აქტიურობის მასტიმულირებელი თვისება, აღადგენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგეტიკულ დანაკარგებს ძროხებში ხბოს მოგების შემდეგ. 


2.2.    ვიპოვერ დრინკში  შემავალი საფუარის შტამები Saccharomyces cerevisiae გავლენას ახდენს საკვების მკვებავი ნივთიერებების მონელებადობის ზრდაზე და ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნაზე, ხელს უწყობს ბიოსინთეზური პროცესების აქტივაციას და ასტაბილებს ფაშვში დუღილის პროცესებს.

III.     გამოყენების წესები

3.1.    ვიპოვერ დრინკს იყენებენ მეწველი ძროხების რაციონში ენერგიის უკმარისობის შესავსებად. 
დანამატს იყენებენ ინდივიდუალურად პარალელური მეთოდით შემდეგი გათვლით:
1 კგ საკვებდანამატს ხსნიან 20 ლ თბილ სასმელ წყალში და აძლევენ ძროხას უშუალოდ  ხბოს მოგების შემდეგ მაშინვე.
საკვები დანამატი ვიპოვერ დრინკი თავსებადია საკვების ყველა ინგრედიენტთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებ დანამატებთან.


3.2.     გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვები დანამატის სარგებლობის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ გამოვლენილა.


3.3.     გამოყენების უკუჩვენებები არ არის დადგენილი
 მეცხოველეობის პროდუქცია საკვები დანამატის ვიპ დრინკის გამოყენების შემდეგ საკვებად შეიძლება გამოყენებული იქნას შეზღუდვების გარეშე.

IV.    პირადი პროფილაქტიკის ზომები

4.1    საკვებდანამატი ვიპოვერ დრინკთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საკვებ დანამატებთან მუშაობისას.


4.2    შევინახოთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ