იორქშირ ტერიერის ჯიშის ძაღლების შამპუნი, მგრძნობიარე კანის მქონე ძაღლებისათვის

(მწარმოებელი ფირმა „Over Group Spółka z ograniczoną odpowiedzialnością Spółka Komandytowa”)


შემადგენლობა


Aqua, Sodium Laureth Sulfate, Cocamidopropyl Betaine, Coco Glucoside, Glyceryl Oleate, Polyquaterium 7, PEG 7 Glyceryl Cocoate, Styrene/Acrylates Copolymer, Hydrolyzed Keratin, Persea Gratissima (Avocado) Oil, Calendula Officinalis Flower Extract, Propylene Glycol, Polysorbate 80, Sodium Benzoate, Potassium Sorbate, Citric Acid, Tetrasodium EDTA, Parfum


ჩვენებები


შამპუნი შეიცავს ქაშმირის პროტეინებს, რომლებიც ჩინებულად კვებავს ბეწვს და ხსნის სტატიკურ ძაბვას დავარცხნის დროს. ავოკადოს ზეთის წყალობით ბეწვი ადვილად ივარცხნება. ნაზი დასაბანი საშუალება არ აღიზიანებს ცხოველის კანს, იგი საგულდაგულოდ ბანს და ატენიანებს. შამპუნი შეიცავს გულყვითელას ექსტრაქტს, რომელიც აგლუვებს ბეწვს და უვლის მას.


პროდუქტი არ შეიცავს საღებავებსა და მარილს. რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის მქონე ძაღლებისათვის.


გამოყენების წესი


შამპუნის მცირე ოდენობა წაუსვით წინასწარ დასველებულ ბალანზე, შეაზილეთ და დააყოვნეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში ისე, რომ არ მოხდეს კონტაქტი თვალებთან, შემდეგ კი ჩამობანეთ თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში მოქმედება გაიმეორეთ.


შეფუთვა: 250 მლ ქილა ტუმბოთი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ