წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატს 300მგ; ფლუნიქსინ მეგლუმინს 20მგ, შემავსებელი.
გამოყენების ჩვენებები:
პრიმაფულის საინექციო ხსნარი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხების და ხბოების სისტემური და ადგილობრივი ინფექციების, რესპირატორული და საშარდე სისტემის ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით და მეორადი ბაქტერიული ინფექციებით, გამოწვეული Pasteurella haemolytica-ს მიერ.
გამოშვების ფორმა: 50მლ და 100 მლ ფლაკონში და მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში, შემდეგი დოზით:
პრაქტიკული დოზა: მსხვილფეხა პირუტყვი - 1მლ 10კგ ც.წ-ზე.
ცხვარი, თხა და ხბო - 1,5–2,5მლ 50კგ ც.წ-ზე.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შენარჩუნებულია 24–36 საათი, ხოლო ანტიბაქტერიული ეფექტი 5–6 დღე.
ინექცია ერთ ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს 15მლ-ს.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე 15–25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინარჩუნებს ეფექტურობას პირველი გამოყენებიდან 28 დღის განმავლობაში, თუ შენახულია შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.