აპსა ქუიმიტოქსი / Apsa Qumitox

მიკოტოქსინების ინჰიბიტორი, გამოიყენება ყველა სახეობის ცხოველისთვის
მწარმოებელი:
Andres Pintaluba, s.a.  ესპანეთი


I.    ზოგადი ცნობები


1.    პრემიქსი "აპსა ქუიმიტოქსი"


საადსორბციო საშუალება, გამოიყენება როგორც მიკოტოქსინების ინჰიბიტორი, ყველა სახეობის ცხოველის მიმართ.

2.    აპსა ქუიმიტოქსის 1 კგ შეიცავს: ბენტონიტს 450გ; ბოჭკოვან თიხას 190გ; კიზელგური (გასუფთავებული დიატომიტი) 150გ; გამომშრალ ლუდის საფუარს 180გ; ბოსტნეულის ზეთს 30გ-ს.

3.    მოთავსებულია 25კგ-იან კრაფტის ქაღალდის ტომარაში.

 
დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები. წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია წარმოების თარიღიდან 2 წელი


II. ბიოლოგიური თვისებები


4.       პრემიქსი ”აპსა ქუიმიტოქსი” არის თიხების, დიატომიტის, მცენარეული წარმოშობის ნახევრადგაჯერებული ცხიმის და საფუარის ექსტრატისგან მიღებული ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლების ნაერთი, რომელიც გამოიყენება ცხოველების საკვებისა და ნედლეულის ტოქსიკური მეტაბოლიტებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების წინააღმდეგ. ოთხი ინგრედიენტის ნაერთი მოქმედებს სინერგიულად და ზრდის ერთმანეთის ეფექტურობას. ეს ეფექტი მაქსიმალურად ზრდის საკვები დანამატის საბოლოო ეფექტს და აუმჯობესებს საკვების და ნედლეულის სანიტარიულ სტატუსს.


პრემიქსი "აპსა ქუიმიტოქსი" ეფექტურია აქტიური ინგრედიენტების სპეციფიური კომბინაციის გამო. პროდუქტის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პოლარული ნაწილაკების, საკვების დამაბინძურებელი კომპონენტების და ნედლეულის ტოქსიკური მეტაბოლიტების ფიზიკურ შთანთქმას (ადსორბცია). პრემიქსის ეს მოქმედება არ იწვევს საკვების ან ნედლეულის კვებითი ღირებულების შემცირებას.

 

5.    ადსორბციის შემდეგ ცხოველებში დგება ფიზიოლოგიური გაუმჯობესების ეფექტი, რასაც სპეციფიური ინგრედიენტები, ნახევრად გაჯერებული ცხიმები იწვევს.
   საკვებში მიკოტოქსინების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოველების პროდუქტიულობას. ცხოველები უფრო მგრძნობიარენი არიან მეორადი ინფექციების მიმართ და იწვევს მაღალ ეკონომიკურ დანაკარგს.


III. გამოყენების ჩვენებები, დოზები


6.    ეფექტურია სხვადასხვა სახის მიკოტოქსინების მიმართ. ეწინააღმდეგება საკვებისა და ნედლეულის ტოქსიკო-მეტაბოლიტური დაბინძურების უარყოფით ეფექტს. აუმჯობესებს ცხოველების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. ეფექტურად გამოიყენება ყველა სახის საკვებში. დაბალი დოზებით ოპტიმალური შედეგები მიიღება. უარყოფითად არ მოქმედებს საკვები ღირებულების ნივთიერებების მიმართ; ეკონომიურია, უსაფრთხოა და ადვილად გამოსაყენებელი.

 

7.    გამოყენების წესი და დოზირება: ეძლევა პერორალურად, საკვებთან და ნედლეულთან კარგად შერევით, დოზით 0.5-3კგ/ტონა საკვებზე.
         საკვებში შერევისას იშლება სწრაფად და ერთგვაროვნად.

 

8.    აპსა ქუიმიტოქსის გამოყენებისას უკუჩვენებები მითითებული არ არის;

 

9.    სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებისას არ გააჩნია უარყოფითი მოქმედება ვიტამინების, პრეპარატების, მინერალების და სხვა დანამატების მიმართ.

 

10.    გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით სხვადასხვა პირობებში.

 

11.    დაყოვნების პერიოდი საჭირო არ არის. არ ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენებს ხორცში, რძეში, კვერცხში, ორგანოებში და ა.შ.


IV. პირადი პროფილაქტიკის ზომები


12.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.

კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდ ოდენობის წყლით.

 

13.    ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა ან პრეპარატის შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი).

 

14.    პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.




fg

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ