„ბიოაქტივი“
თხევადი ბიო-ორგანული სასუქი „ბიოაქტივი“, წარმოადგენს 100%-ით მცენარეული წარმოშობის ბიოაქტიური ნივთიერებების ბუნებრივ კომპლექსს, ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურისთვის.
პროდუქტის ფორმა: ხსნარი
აღწერილობა: გამჭვირვალე მოყვითალო ფერის სითხე, დამახასიათებელი მძაფრი სუნით.
შემადგენლობა: „ბიოაქტივის“ შემადგენლობაში შედის: მცენარეული ღეროვანი უჯრედების 5%-იანი კონცენტრატი (Glycine hispida), რომელიც შეიცავს ორგანული ნივთიერებების ბუნებრივი კომპლექსების მრავალკომპონენტიან ჰეტეროსისტემას (პირიდინის, პირიმიდინის, იმიდაზოლის, ინდოლის, ინდოლ-პირიდინის ნაერთებს, არომატულ და ფენოლურ ნაერთებს, ამინომჟავებს, ამიდებს და სხვა ჰეტეროციკლურ ნაერთებს). არ შეიცავს მძიმე მეტალებს, სარეველას თესლსა და არანაირ პათოგენს.
მახასიათებლები:
ხელს უწყობს მცენარის ღეროვანი უჯრედების აქტივაციას;
აჩქარებს მცენარეთა ზრდა- განვითარების პროცესს;
უზრუნველყოფს მცენარის მიერ საკვები ელემენტების მაღალ შეღწევადობასა და ათვისებას.
უზრუნველყოფს ყვავილობისა და ნაყოფის გამოღების სტიმულაციას
ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და ხარისხს;
აფერხებს მძიმე მეტალების, რადიონუკლიდების, ნიტრატების, პესტიციდების ანარჩენების ნიადაგიდან მცენარეში გადასვლას;
აჩქარებს ჩითილებსა და ნერგებში დაკალმება/დაფესვიანებას;
აუმჯობესებს მავნებლების, ჰერბიციდებისა და არახელსაყრელი კლიმატური ცვლილებებით (ყინვა, გვალვა და სხვა) გამოწვეული სტრესებისადმი მდგრადობას;
სწრაფად აღადგენს სეტყვის შედეგად დაზიანებულ უჯრედებს, ეფექტურად მოქმედებს დაზიანებული ადგილების შეხორცებასა და მცენარის იმუნური სისტემის გაძლიერებაზე;
ახასიათებს ხარისხიანი და ხანგრძლივი დაცვითი ეფექტი.
ხელს უწყობს პროდუქციის შენახვის ვადის გახანგრძლივებას.
დანიშნულება და გამოყენების რეკომენდაციები
კომბინირებულ წამლობაში, ბიოაქტივის გამოყენება პესტიციდებთან და აგროქიმაკატებთან ერთად, უზრუნველყოფს:
მოქმედი ნივთიერებებისა და საკვები ელემენტების მაღალ შეღწევადობას,
გამოყენებული სასუქის (აგროქიმკატების) და მცენარეთა დაცვის საშუალებების (პესტიციდების) დამცავი ბიოლოგიური პროცესების გააქტიურებას 20-25%-ით (მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან უფრო ხარისხიან და საიმედო დაცვას) და პროდუქტიულობის ზრდას 20-30%-ით;
სასოფლო-სამეურნეო კულტურებში დაცვისა და გამოკვების სქემაში (მთლიან საავეგეტაციო პერიოდში), ბიოაქტივის უნიკალური ფორმულის ჩართულობა, ააქტიურებს პესტიციდებისა და სასუქების მოქმედებას და იძლევა საუკეთესო, ხანგრძლივ ეფექტს.
მოქმედების ეფექტურობა, გამოყენების მეთოდები და ხარჯვის ნორმა
სასოფლო-სამეურნეო კულტურები
ბოსტნეული კულტურები
ბოსტნეული კულტურების (პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, წიწაკა, სტაფილო, ბადრიჯანი, ხახვი, კამა, სალათის ფოთოლი, კომბოსტო და ა.შ.) დამუშავება „ბიოაქტივით“ ზრდის ადრეულ და საერთო გამოსავლიანობას 10-20%-ით, თესლის გაღივებას 3-15%-ით, ასტიმულირებს ვეგეტატიურ ზრდასა და ყვავილობას, დაავადებებისადმი, გვალვისადმი და გარემოს სხვა არახელსაყრელი პირობებისადმი მედეგობას; ზრდის მოსავალში ვიტამინების (ბეტა-კაროტინის, ასკორბინის მჟავის და ა.შ.) შემცველობას 10-25%-ით. ამცირებს ნიტრატებისა და ნიტროზამინების შემცველობას 5-15%-ით.
შესაძლებელია „ბიოაქტივის“ დამატება მცენარეების ინსექტიციდებით, ჰერბიციდებით, ნემატიციდებითა და სასუქით სტანდარტული დამუშავებისას.
გამოყენების მეთოდი
ბიოაქტივი გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში.
თესლის დასამუშავებლად - 40 მლ/კგ. ფოთლოვანი გამოკვებით 2-3 ფოთლის ფაზაში, გამეორება პირველი დამუშავებიდან 15 დღეში. ხარჯვის ნორმა - 1ლ/ჰა.
კარტოფილი
„ბიოაქტივი“ ზრდის საკვები კარტოფილის ტუბერების გაღივებადობას 3-5%-ით, აჩქარებს ნერგების აღმოცენებას რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე, ზრდის მოსავლიანობასა და აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს 30%-მდე. ტუბერის მოსავლიანობის ზრდა მიიღწევა ფოთლების შედარებით ადრეული, ძლიერი განვითარებისა და გვიანი ჭკნობის ხარჯზე, საკვები ნივთიერებების ტუბერებში გადასვლისას.
გამოყენების მეთოდი
თესვის წინა ტუბერების დამუშავება ხდება 20 მლ/კგ პროპორციით. ფოთლოვანი გამოკვება სამჯერ მთლიან სავეგეტაციო პერიოდში : ნათესის შეკვრის,ბუტონების წარმოქმნის და ყვავილობის დასასრულს 15-20 დღიანი ინტერვალით.
ხარჯვის ნორმა 1ლ/ჰა.
თავთავიანი კულტურები
ჩატარებული საველე ექსპერიმენტების შედეგების თანახმად, „ბიოაქტივის“ გამოყენება თავთავიან კულტურებში (საგაზაფხულო და ზამთრის ხორბალი, ჭვავი, ქერი), ზრდის მოსავლიანობას 3-5 ც/ჰა-ით, თესლის გაღივებადობას- 2-15%-ით, ენერგიას - 5-10%-ით, დაბუჩქვას - 6-55%-ით, თესლების რაოდენობას - 10-140 ც/მ2-ით.
აძლიერებს მეორეული ფესვების წარმოქმნასა და ფესვთა სისტემის სიგრძის ზრდას საშუალოდ 0,8 სმ-ით, გვალვაგამძლეობას 10-30%-ით, ფენოფაზების ვადის დაჩქარებას 2-10 დღით. მოსავლის სტრუქტურის მაჩვენებლების ოპტიმიზაცია: 1000 თესლის წონა იზრდება 0,5-4,1 გ-ით, თავთავის სიგრძე - 1,2-2 სმ-ით, მარცვლის რაოდენობა თავთავში - 0,5-9 ცალით. ცარიელი თავთავების ოდენობა იკლებს საშუალოდ 20%-ით. ხორბლის მოსავალში გლუტენის შემცველობა იზრდება 0,5-5%-ით (საშუალოდ 2,5%).
გამოყენების მეთოდი
ფოთლოვანი გამოკვების ხარჯვის ნორმაა 1ლ/ჰა, თესლის დასამუშავებლად - 20 მლ/კგ. ფოთლოვანი გამოკვება ტარდება ორჯერ, გაღივება-ბარტყობისა და დათავთავება - ყვავილობის ფაზებში.
მზესუმზირა
„ბიოაქტივის“ გავლენით მზესუმზირის მოსავლიანობის ზრდა საშუალოდ 10-25%-ია, აჩქარებს მზესუმზირის თესლების დამწიფების პერიოდს 6-7 დღით, ზრდის კალათების დიამეტრს 2,5-5 სმ-ით და ზეთის გამოსავლიანობას - 22%-ით.
გამოყენების მეთოდი
თესლის დასამუშავებლად ხარჯვის ნორმა - 5 მლ / კგ.
ფოთლოვანი გამოკვების ორჯერადი დამუშავების ხარჯვის ნორმაა 1ლ/ჰა, 4-7 ფოთლებისა და ყვავილობის (კალათის გაშლა) ფაზაში.
სიმინდი
ექსპერიმენტების შედეგების თანახმად, „ბიოაქტივი“ სიმინდის მწვანე მასის მოსავლიანობას ზრდის 14-50 ც/ჰა-ით, მარცვლის - საშუალოდ 3,5 ც/ჰა-ით და ტაროს მასას - 3-6%-ით.
გამოყენების მეთოდი
თესლის დამუშავების ხარჯვის ნორმა - 2 მლ / კგ.
სავეგეტაციო ფაზაში რეკომენდირებული ხარჯვის ნორმა შეადგენს 1ლ/ჰა-ს, ორჯერადი დამუშავებით : გაღივება-ბარტყობისა და 2-4 ფოთლის ფაზაში.
ვაშლი
„ბიოაქტივით“ დამუშავება ზრდის ვაშლის მოსავლიანობას საშუალოდ 10 ც/ჰა-ით. აძლიერებს ფოთლების ფოტოსინთეზურ აქტივობას, ზრდის ფოთლების ასიმილაციის ზედაპირს, ააქტიურებს ნაყოფის განვითარების პროცესებს, უზრუნველყოფს მცენარის დაავადებებისადმი მედეგობას და ახანგრძლივებს შენახვის უნარიანობას.
გამოყენების მეთოდი
რეკომენდებული ხარჯვის ნორმა შეადგენს 2ლ/ჰა-ს, სამჯერადად: 3-4 ფოთლის ფაზაში, ყვავილობის წინ და ყვავილობის დასასრულს.
ვაზი
ბიოაქტივის გამოყენება ასტიმულირებს მცენარის ყლორტების, ფოთლებისა და მტევნების ზრდას. „ბიოაქტივი“ ზრდის ვაზს - 30-55%-ით, ვაზის ყლორტებს 30-65%-ით, დამწიფების მაჩვენებელს 3-14%-ით, მტევნის სისრულესა და წონას - 21-24%-ით.
გამოყენების მეთოდი
რეკომენდებული ხარჯვის ნორმა შეადგენს 1ლ/ჰა-ს, სამჯერადი დამუშავებით ყვავილობამდე, ყვავილობის შემდეგ და ნაყოფის ფორმირების ფაზებში.
ყურძნის ნამყენების დამუშავება: მყნობამდე მასალა 24 საათის განმავლობაში მოათავსეთ ბიოაქტივის სამუშაო ხსნარში; ხარჯვის ნორმა: 20-40 მლ 10 ლიტრ წყალზე.
დაკალმება-დაფესვიანება: 24 საათის განმავლობაში მოათავსეთ ბიოაქტივის სამუშაო ხსნარში; ხარჯვის ნორმა: 20-40 მლ 1 ლიტრ წყალზე.
დეკორატიული მცენარეები
გაზონის ბალახები
გაზონის ფოთლოვანი გამოკვება "ბიოაქტივით" უზრუნველყოფს გამოზამთრების შემდეგ დაბუჩქვასა და სიმაღლის ზრდას 6-56%-ით, აძლიერებს ზრდის პროცესებს 33-68%-ით, ზრდის მწვანე ბიომასას 7-17%-ით, მატებს ქლოროფილის შემცველობას 8-10%-ით, აფართოებს ტურგორს, უზრუნველყოფს ერთგვაროვან ზრდასა და ბალახის განვითარების/ ზრდის სიჩქარის მატებას.
გამოყენების მეთოდი
1 კგ თესლის დასამუშავებლად გამოიყენება 20 მლ „ბიოაქტივის“ სამუშაო ხსნარი. ფოთლოვანი გამოკვებისას ხარჯვის ნორმა შეადგენს 1ლ/ჰა-ს. გაზონის ფოთლოვანი გამოკვება ხდება ზრდის ვეგეტაციის დასაწყისში (გაზაფხულზე) 7 დღიანი ინტერვალებით. დამუშავების ჯერადობა - 2-5-ჯერ მთლიან სავეგეტაციო ფაზაში. რეკომენდირებულია "ბიოაქტივის" გამოყენება გაზონის ზრდისა და დაბუჩქვის სტიმულირებისთვის, განსაკუთრებით გამოზამთრების, მოთიბვის, სასუქის და პესტიციდების შეტანის შემდეგ და გვალვის დროს).
ყვავილოვანი კულტურები
ღია და დახურული გრუნტის ყვავილოვან კულტურებში „ბიოაქტივი“ იწვევს შედარებით ნაადრევ და უხვ ყვავილობას, აჩქარებს აყვავებას 3-15 დღით, ხოლო ახანგრძლივებს ყვავილობას 4-35 დღით (1,5-2,5-ჯერ). ზრდის ნებისმიერი მცენარის ყვავილების რაოდენობას, აუმჯობესებს მათ დეკორატიულ თვისებებს, 10-15%-ით ზრდის I და ექსტრა კლასის ყვავილების მოსავლიანობას და დაავადებებისადმი მათ მდგრადობას. „ბიოაქტივის“ გავლენით მცენარეთა უჯრედებში ქლოროფილისა და ანტიოქსიდანტების გაძლიერებული სინთეზის გამო ფოთლებსა და ყვავილებს უფრო ნათელი, გაჯერებული ფერი აქვთ.
გამოყენების მეთოდი
ფოთლოვანი გამოკვების ხარჯვის ნორმაა: - 1ლ/ჰა სამჯერადი დამუშავებით ყვავილობის დასაწყისში, შემგომი 2 კვირიანი ინტერვალებით.
დეკორატიული ხეები და ბუჩქები
"ბიოაქტივის" ფოთლოვანი გამოკვება უზრუნველყოფს ყლორტების განვითარების დაჩქარებას და მათ წლიურ ზრდას საშუალოდ 20%-ით, ფოთლებში ქლოროფილის შემცველობის 6-12%-ით მატებას, ფიზიოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას. ფოთლები და მათი ასიმილაციის ზედაპირი იზრდება 15-75%-ით, ყვავილობის დაწყება ჩქარდება 3-10 დღით, ყვავილების რაოდენობა იმატებს 9-10%-ით, იზრდება მცენარის მდგრადობა სტრესის მიმართ (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ტემპერატურის ცვალებადობა).
გამოყენების მეთოდი
ფოთლოვანი გამოკვების ხარჯვის ნორმაა: - 2ლ/ჰა სამჯერადი დამუშავებით კვირტების დაბერვიდან 15 დღიანი ინტერვალებით. საჭიროებისამებრ, გამოიყენება მთლიან სავეგეტაციო პერიოდში. 4
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული მცენარეების დაფესვიანება-დაკალმება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და დეკორატიული მცენარეების დაფესვიანება-დაკალმებისთვის გამოიყენება 20 მლ „ბიოაქტივი“ 1 ლ. წყალზე.
გამოშვების ფორმა
პროდუქტი შეფუთულია 100 მლ და 1 ლიტრი მოცულობის პლასტმასის ბოთლებში.
ნებადართულია სასუქის შეფუთვა სხვა ტევადობის და სხვა ისეთი მასალისგან დამზადებულ სამომხმარებლო ჭურჭელში, რომლის საკვებ პროდუქტებთან შეხებაში გამოყენება ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას +10-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე დამზადების დღიდან.
მწარმოებელი: შპს ბიოტექსი, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. 8.