ბიოდინ-ექსის ხსნარი 1%-იანი
ხელებისა და ზედაპირების დეზინფექციისთვის
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Povidone Iodine
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალებები.
მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
გამოშვების ფორმა: 1%-იანი ხსნარი დაფასოებულია 1 ლ პოლიეთილენის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
1% ხსნარის 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 10მგ, ლიმონმჟავა 0,5მგ, ტრილონ ბ 4Na- 0,1მგ, ნონოქსინოლ-9 - 1,5მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 0.85მგ, გამოხდილი წყალი 1 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ. საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება როგორც ხელების, კანის ჰიგიენური დეზინფექციისათვის, ასევე შენობებში ზედაპირების, სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის, აპარატების, ხელსაწყოების, ინსტრუმენტების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა დანიშნულების ინვენტარის ზედაპირების სადეზინფექციოდ.
გამოყენების წესი და დოზირება
ბიოდინ-ექსის ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს განზავებას. დასაშვებია მისი ყოველდღიური გამოყენება.
ხელებისა და კანის ჰიგიენური დეზინფექცია: დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბიოდინ-ექსის ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და იდაყვზე;
დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ 1 წთ-ის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
შენობების დეზინფექცია: ტარდება აეროზოლური გაფრქვევის მეთოდით. ხოლო ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექცია - სველი დეზინფექციის მეთოდით (წმენდის, დალბობის, ჩაძირვის ან გაფრქვევის გზით).
გვერდითი მოვლენები
მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ.
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი გაღიზიანება, როგორიცაა ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და შეწყვიტეთ ხსნარის გამოყენება.
უკუჩვენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას, კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკი/სარგებელის გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ და ლაქტაციის დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ პარაგრაფში აღნიშნული მდგომარეობები.
დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ