ბიოდინ ექსის გელი 1%-იანი


ბიოდინ ექსის გელი 1%-იანი

ხელებისა და კანის ჰიგიენური დეზინფექციისათვის

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Povidone Iodine

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალებები.

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: 1%-იანი ხსნარი დაფასოებულია 250 მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

1% ხსნარის 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 10მ;

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავა, ტრილონ ბ 4Na, ნონოქსინოლ-9, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.

საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება ხელებისა და კანის ჰიგიენური დეზინფექციისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება

ხელებისა და კანის ჰიგიენური დეზინფექცია:  ხსნარი დაიტანეთ ხელისგულზე მცირე რაოდენობით (საპნით და წყლით წინასწარ დაბანის გარეშე), გაანაწილეთ ხელის კანის მთლიან ზედაპირზე და დაელოდეთ გაშრობას.

გვერდითი მოვლენები

მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი გაღიზიანება, როგორიცაა: ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. იმ შემთხვევაში თუ განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

 

უკუჩვენება

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას, კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.

ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკი/სარგებელის გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.

სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ და ლაქტაციის დროს.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ პარაგრაფში აღნიშნული მდგომარეობები.

 

განსაკუთრებული მითითებები

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ბიოდინ-ექსის გელის და სხვა ლოკალურად მოქმედი პრეპარატების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.

ხსნარის მუქი შეფერილობა მიანიშნებს იმაზე, რომ ის ეფექტურია.

თუ გელი იწყებს გაფერმკრთალებას, მისი ანტიმიკრობული ეფექტი მცირდება. სინათლე და 40 -ზე მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს გელის დეგრადაციას.

უნდა მოერიდოთ გელის თვალებში მოხვედრას. თუ ყოველგვარი სიფრთხილის მიუხედავად ეს მოხდება, სასწრაფოდ გამოირეცხეთ თვალები დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებით.

თუ ბავშვი შემთხვევით მიიღებს პრეპარატს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ბიოდინ-ექსის გელი ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან. აცნობეთ თქვენს ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ან მომავალში აპირებთ მიღებას, მიუხედავად იმისა, რეცეპტულია იგი თუ არა.

ბიოდინ-ექსის გელი არ უნდა გამოიყენოთ ვერცხლისწყლის შემცველ სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად. ვერცხლისწყალი შედის რეაქციაში იოდთან, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, ვეცხლისწყლის იოდიდის წარმოქმნით, რომელსაც აქვს ძლიერი კოროზიული ეფექტი. ეს წარმოადგენს იმის მიზეზს, რის გამოც ვერცხლისწყლის შემცველი ნივთიერებები არ შეიძლება იყოს გამოყენებული ბიოდინ-ექსთან ერთად ან მათი გამოყენება უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენებიდან მოკლე დროის შემდეგ.

შემადგენლობაში შემავალი PVP-იოდის კომპლექსის გამო,  ბიოდინ-ექსის გამოყენება არ შეიძლება იმ ნივთიერებებთან ერთად, რომელთანაც იგი ქიმიურად ურთიერთქმედებს (აღმდგენელი ნივთიერებები, ტუტე მარილები და მჟავეები).

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სხვა პრეპარატების, მათ შორის ადგილობრივი გამოყენების და ურეცეპრო პრეპარატების, ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25 ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ