აპინექსი
სკების, ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციო საშუალება
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს, წყალბადის ზეჟანგი 3%, ძმარმჟავა 0,005%,
თვისებები: რეკომენდირებულია სკების, ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციოდ. გამოიყენება გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების და სოკოვანი დაავადებების აღმძვრელების მიმართ. უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებას.
გამოყენების წესი და დოზირება:
სკები, ჩარჩოები და ინვენტარი უნდა გასუფთავდეს (ფეკალი, ცვილი, პროპოლისი), შემდეგ 10-15 სმ-ის მანძილიდან ხსნარს აფრქვევენ თანაბარ დასველებამდე, სკას თავსაფარს მჭიდროდ ახურავენ 1 სთ-ის განმავლობაში.
დეზინფექციის შემდეგ ზედაპირს ანიავებენ და აშრობენ. არ საჭიროებს დამატებით წყლით ჩამორეცხვას.
გამოშვების ფორმა: 300 მლ პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას 0-250C ტემპერატურაზე
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო