ექტოფენი


გამოყენების ინსტრუქცია

ექტოფენი (Ectophenum)

მწარმოებელი: შპს „ რუბიკონ-აგრო“, ბელარუსია

I.             ზოგადი ინფორმაცია

1.1. ექტოფენი  ისექტო-აკარიციდული პრეპარატია

1.2. შემადგენლობა, პრეპარატის 1 მლ შეიცავს: ფიპრონილს  100,0 მგ, პირიპროქსიფენს 100,0 მგ და დამხმარე ნივთიერებებს.

აღწერილობა: გამჭვირვალე სითხე, მოყვითალო ან ყვითელი ელფერით

1.3. გამოშვების ფორმა: პოლიმერული პიპეტები მოცულობით 0,7; 1,3; 2,6 და 3,9 მლ, მოთავსებულია მუყაოს ყუთში 2, 5 ან 20 პიპეტის ოდენობით

1.4. შენახვის პირობები: ინახება სიფრთხილით, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას 5-25 ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი, წარმოების თარიღიდან, შენახვის პირობების დაცვით.

II.                 ფარმაკოლოგიური თვისებები

2.1. ექტოფენი წარმოადგენს მაღალაქტიურ, კონტაქტურ ინსექტო-აკარიციდულ საშუალებას, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ფიპონილსა და პირიპროქსიფენს. პრეპარატი აქტიურია ძაღლებისა და კატების ექტოპარაზიტების: ტილების, რწყილების, მწერების, ტკიპების (იქსოდური, ჰელლეტილოზური), პრეიმაგინალური და იმაგინალური ფაზების განვითარების დროს.

ფიპრონილი მიეკუთვნება ფენილპირაზოლების ჯგუფს. ფენილპირაზოლის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პარაზიტების GABA - დამოკიდებული (- ამინოერბო მჟავას) რეცეპტორების ბლოკირებაში, რითაც ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც ექტოპარაზიტების დამბლასა და სიკვდილს იწვევს.

პირიპროქსიფენი წარმოადგენს ძლიერ ინჰიბიტორს ემბრიოგენეზის, მეტამორფოზისა და ზრდასრული რწყილების ფორმირების ეტაპზე. ნივთიერება რწყილების განვითარების პროცესში გამომუშავდება და წარმოადგენს იუვენილური ჰორმონის მოქმედების ანალოგს.

პირიპროქსიფენი ახდენს იუვენილური ჰორმონის ინჰიბირებას, ამით ხელს უწყობს ქიტინის წარმოქმნას, რის შედეგად ფერხდება რწყილების განვითარება კვერცხისა და მატლის ფორმირების სტადიაში.

2.2.   პრეპარატის კანზე წასმისას, 24 სთ-ის განმავლობაში ნელ-ნელა ნაწილდება მთელ სხეულზე და გროვდება ცხიმოვან ჯირკვლებში. ექტოპარაზიტების ლოკალიზაციის ადგილებში პრეპარატს ახასიათებს გახანგრძლივებული ინსექტო-აკარიციდული მოქმედება. ცხოველზე მოპარაზიტე ორგანიზმების სიკვდილი 8-16 სთ განმავლობაში დგება, ხოლო იქსოდური ტკიპების სიკვდილი და  მიმაგრების ადგილიდან ჩამოვარდნა 48 სთ-ის განმავლობაში ხდება.

2.3.  ექტოფენი თბილსისხლიანი ცხოველებისთვის ნაკლებ ტოქსიკურია  (საშიშროების მე-4 ჯგუფი სახელმწიფო სტანდარტის 12.1.007-76-ის მიხედვით), რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას არ ახასიათებს ადგილობრივად გამაღიზიანებელი, კანის რეზორბციული და მასენსიბილიზებელი მოქმედება. ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას მსუბუქ გაღიზიანებას იწვევს. პრეპარატი ტოქსიკურია თევზების, ფუტკრებისა და რეპტილიების მიმართ.

III.          გამოყენების წესი

3.1. ექტოფენი გამოიყენება ძაღლის ექტოპარაზიტების (ტილების, რწყილების, მწერების, ტკიპების (იქსოდური, ჰელლეტილოზი)  საწინააღმდეგოდ.

3.2. ექტოფენი გარეგანი გამოყენების პრეპარატია, რომლის გამოსაყენებლად საჭიროა პიპეტის წვერის მოშორება, ძაღლს ბეწვი გადაუწიეთ ზურგის არეში (ბეშებს შორის) და პიპეტზე ხელის მოჭერით განახორციელეთ კანზე წასმა ერთ ან რამოდენიმე წერტილში ცხრილი 1-ში მითითებული დოზებით.

ცხრილი 1.

ცხოველის სახეობა

ცხოველის მასა, კგ

დოზა, მლ

ძაღლები

2-10

0,7

10-20

1,3

20-40

2,6

40-60

3,9

3.3. პრეპარატი დეპონირდება ცხოველის ეპიდერმისსა და ცხიმოვან ჯირკვლებში, რაც უზრუნველყოფს 6 კვირამდე იქსოდური ტკიპებისგან დაცვას, მწერების საწინააღმდეგო მოქმედებით პრეიმაგინალურ და იმაგინალური განვითარების ფაზაზე. პრეპარატის დამცავი მოქმედება იქსოდური ტკიპების წინააღმდეგ გრძელდება არანაკლებ 1 თვე, ხოლო იმაგო  (ზრდადასრულებული) მწერების წინააღმდეგ - 3 თვემდე პერიოდში.

3.4. ცხოველების ტილებით, რწყილებით, ტკიპებით ძლიერი დაინვაზირებისას რეკომენდირებულია მათი კანის დამუშავება თვეში ერთხელ. თუ ცხოველის დაბანა  თვეში ორჯერზე მეტად ხდება, რეკომენდირებულია პრეპარატით დამუშავებებს შორის ინტერვალის შემცირება 3 კვირამდე.

3.5. რწყილებით განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ქვეშსაფენის გამოცვლა, ან პრეპარატით მისი დამუშავება 0,5 მლ 100სმ2 ზედაპირზე გაანგარიშებით, ამ და მსგავსი მოხმარების საგნებზე პრეპარატის წასმა ხდება ზოლებად, 3 დღიანი დაყოვნებით, ხოლო შემდგომი გამოყენების წინ საჭიროა გაირეცხოს სარეცხი საშუალებებით.

3.6. პრეპარატით დამუშავების შემდეგ ცხოველის დაბანა და ამასთან ერთად სხვა ინსექტოციდური საშულებების გამოყენება 48 სთ-ის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული.

3.7. ინსტრუქციის მიხედვით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენებისა და გართულებების განვითარება არ ხდება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობისა და ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენისას, პრეპარატით დამუშავება უნდა შეწყდეს,  ჩამოიბანოს წყლით და მიეცეს პერორალურად (შიგნით) ანტიჰისტამინური საშუალებები.

3.8. დამუშავებას არ ექვემდებარებიან ინფექციური დაავადებებით დაავადებულები და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ცხოველები, ასევე ლეკვები 8 კვირაზე ნაკლები ასაკის.

IV.          პირადი პროფილაქტიკური ღონისძიებები

4.1.  პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების  წესების დაცვა.

4.2. მუშაობისას იკრძალება საკვები პროდუქტების მიღება, წყლის სმა და თამბაქოს მოხმარება.

4.3. სამუშაოს დასრულების შემდეგ აუცილებელია ხელებისა და სახის გულდასმით დაბანა თბილი წყლითა და საპნით.  პირის ღრუში გამოივლეთ წყალი.


4.4. ლორწოვან გარსზე პრეპარატის მოხვედრისას საჭიროა დიდი ოდენობის წყლით დაუყოვნებლივ მობანვა.


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ