ANTI-STRESS LYTE
აუცილებელი (შეუცვლელი) ელექტროლიტების, მინერალურ - ვიტამინური კომპლექსი, გამოიყენება ტრანსპორტირებისას დაბალი გამოსავლიანობის თავიდან ასაცილებლად, სითბური სტრესებისა და მსგავსი სიტუაციების დროს
მწარმოებელი: ROYAL ILAC, თურქეთი
სამიზნე სახეობები:
ფრინველი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, აქლემი
შემადგენლობა: ელექტროლიტები (კალციუმი 21.500 მგ, კალიუმი 6.200 მგ, ქლორი 50.000მგ, ნატრიუმი 25.000 მგ, მაგნეზიუმი 5.100 მგ), სპილენძი 12 მგ, თუთია 3.250მგ, სელენი 4მგ, ვიტამინი C - 3.500მგ, ვიტამინი E - 5.150მგ, კალიუმის სორბატი 3.000მგ, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი 800მგ, მენთოლი 2.500მგ, ნედლი ნაცარი 14.29%, სუფთა წყალი 77.05%, გლიცეროლ პროპილენგლიკოლ რიცინოლეატი (E484) 123.540 მგ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ეტიკეტზე!
გამოყენების ჩვენებები:
Anti-Stress Lyte ეს არის აუცილებელი (შეუცვლელი) ელექტროლიტების, ვიტამინი E, ვიტამინი C და მინერალების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება სხვსდასხვა სტრესის სიმპტომების (მიგრაცია, ტრანსპორტირება) და სიცხის შემსუბუქების მიზნით, ასევე დაბალი გამოსავლიანობის, არასწორი განვითარების თავიდან ასაცილებლად და დაავადებების სამკურნალოდ.
საკვებდანამატის გამოყენება რეკომენდებულია ყველა ასაკის ფრინველისთვის სხვადასხვა სახის სტრესულ სიტუაციებში, გაუწყლურების თავიდან ასაცილებლად და სტრესულ სიტუაციებში, როდესაც აუცილებელია ელექტროლიტების მიცემა.
სრესულ სიტუაციებში, რათა თავიდან იქნას აცილებული საკვების დაბალი მოხმარება სითბური სტრესის დროს.
საკვები დანამატი ადვილად იხსნება წყალში, უზრუნველყოფს თანაბარ განაწილებას, არ გამოყოფს ფაზას და არ ჭედავს საწვეთურებს.
გამოყენების წესი, დოზირება:
გამოყენება ძირითადად 1-1,5 ლ/ 1 ტონა წყლაზე. ხოლო ცხოველების ინდივიდუალური მკურნალობისას, მითითებული დოზები უნდა იქნას მიღებული 0.5-1 ლ წყლის დამატებით:
ფრინველი: 1-1,5 ლ / 1 ტონა სასმელი წყალზე 4-5 დღის განმავლობაში.
ხბოები, ცხვარი, თხა: ყოველდღიურად 25-30 მლ ერთ ცხოველზე.
კრავი, ბატკანი (მოზარდი): 5-7 მლ თითო ცხოველს.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, აქლემი: ყოველდღიურად 100-150 მლ / ერთ სულზე (საშუალოდ: 30 მლ 100 კგ ცოცხალ წონაზე.)
დიარეის და წყლის დაკარგვის შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს დღეში ორჯერ (ვეტერინარის რჩევით).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
გამოიყენება მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობისათვის.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად, კარგად დახურეთ ბოთლი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ პირობებში მზის პირდაპირი სხივებისგან დაშორებით. არ გაყინოთ პროდუქტი.
შეფუთვა: 1 ლ, 5 ლ