ძაღლების სპეციალური შამპუნი Shih Tzu-ს ლეკვებისთვის

ძაღლების სპეციალური  შამპუნი  Shih Tzu-ს  ლეკვებისთვის


მსუბუქი შამპუნი ქაშმირის ბოჭკოს პროტეინებით. ის შესანიშნავად კვებავს ბეწვს და ხელს უშლის მის ელექტრირებას. მსუბუქი დეტერგენტები არ აღიზიანებს ლეკვის კანს,  ფრთხილად ასუფთავებს და   ატენიანებს მას. 

ალანტოინი  ამშვიდებს გაღიზიანებას და იცავს ახალგაზრდა ცხოველის მგრძნობიარე კანს. გვირილის ექსტრაქტი ხელს უწყობს ჭუჭყის ნაწილაკების მოშორებას. შამპუნი არ ტვირთავს ბეწვს, ტოვებს მას გლუვსა და მბზინავს. 

რეკომენდებულია გრძელი, სქელბეწვიანი  ჯიშის ლეკვებისათვის, როგორიცაა Shih Tzu, Lhasa Apso, Bearded Collie, Briard, PON. იგი არ შეიცავს საღებავებსა და  მარილს. 

გამოყენების წესი:

დაასველეთ ძაღლის ბეწვი თბილი წყლით. მცირე რაოდენობით შამპუნი ფრთხილად გაანაწილეთ ლეკვის სხეულზე, მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. შემდეგ კარგად ჩამობანეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

მოცულობა : 250 მლ

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ