წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.
სამიზნე სახეობა: ძროხა, ცხენი, ცხვარი, თხა, ხბო, ბატკანი, კატა, ძაღლი.
მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ნატრიუმის სელენიტს 1 მგ, ვიტამინ E -ს 60 მგ, ვიტამინ B1 -ს 40 მგ.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება თეთრკუნთოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ახლად დაბადებულ ცხოველებისთვის, რომლებიც იკვებებიან ისეთი რაციონით, რომელშიც ნაკლებია სელენი და ვიტამინ E. აგრეთვე გამოიყენება კუნთების სისუსტის ან ატროფიის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით, კრუნჩხვით, პარალიზით, ტრანსპორტირების სტრესით, უმადობით, ღვიძლის ნეკროზით, უნაყოფობით, ზრდის ანომალიებით მოზარდ ცხოველებში, აგრეთვე გამოიყენება ცხენებში მიოგლობინურიის და მიოზის შემთხვევაში, ფრინველებში ენცეფალომალაციის, კუნთების დისტროფიის და ექსუდაციური დიათეზის შემთხვევაში, მამრობითი სქესის ცხენებში უნაყოფობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 20 და 100მლ მინის ფლაკონებში.
გამოყენების წესი და დოზები
ცხოველთა ჩამონათვალი |
პროფილაქტიკური დოზა |
სამკურნალო დოზა |
ძროხა, ცხენი (მაკეობის 5 თვის შემდეგ) |
5-10 მლ |
- |
ცხვარი, თხა (მაკეობის 3 თვეზე) |
1-2 მლ |
- |
ხბო |
0.5-1 მლ |
1-2 მლ |
ბატკანი (1-7 დღის) |
0.25 მლ |
0.25-0.5 მლ |
ბატკანი (7-30 დღის) |
0.25-0.5 მლ |
0.5-1 მლ |
ბატკანი (1 თვეზე მეტი ასაკის) |
0.5-1.0 მლ |
1-2 მლ |
კატა, ძაღლი |
- |
0.1-1.0 მლ |
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.