უროტროპინი

უროტროპინი


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  მეთენამინი (Methenamine)

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ჰექსამეთილენტეტრამინი

წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.

სამიზნე სახეობა: მსახვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ძაღლი, ფრინველი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 1 გ ფხვნილი შეიცავს, ჰექსამეთილენტეტრამინს  1000მგ

პრეპარატი შეფუთულია 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას 5 ℃ – 25 ℃ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

ფარმაკოლოგიური თვისებები: უროტროპინი არის სინთეზური გზით მიღებული სამკურნალო საშუალება, რომელსაც გამოხატული აქვს შარდმდენი ეფექტი, იგი ზრდის უჯრედის მემბრანაში განვლადობას, რითაც აჩქარებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰექსამეთილენტეტრამინის გახლეჩას, სადაც გამოიყოფა აქტიური ფორმალდეჰიდი და ამიაკი, აღნიშნული პროცესი ხდება მხოლოდ მჟავა გარემოში თირკმელებსა და შარდის სადინარებში და ავლენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას. პრეპარატი მოქმედებს დაავადების აღმძვრელ ბაქტერიებზე, საშარდე გზების ინფექციებზე, ანთებით კერებზე სადაც დაშლილ ქსოვილებში მაღალი შემცველობის მჟავე პროდუქტებია. ჰექსამეთილენტეტრამინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.

უროტროპინი მიეკუთვნება ნაკლებტოქსიკურ ნივთიერებებს (საშიშროების მე-4 კლასი).

გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის, ღორის, ძაღლის, ფრინველის სამკურნალოდ როგორც ანტისეპტიკური საშუალება საშარდე გზების ინფექციების (ცისტიტი, პიელიტი), ქოლეცისციცის, მენინგიტის, ენცეფალიტის, კანის ალერგიურლი დაავავდებების (ჭინჭრის ციება, პოლიმორფული ერითრემია), თვალის დაავავდებების (ირიდოციკლიტი, კერატიტი), ასევე  მოწამვლების, ტოქსიკოინფექცი-ების, შარდისმჟავა დიათეზის (პოდაგრა), სახსრებისა და კუნთების ანთების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი ეძლევა პერორალურად, მსხვილფეხა პირუტყვს, ცხენს – 5 – 20გ; წვრილფეხა პირუტყვის, ღორს – 2 – 5გ; ძაღლს – 0,5 – 2 გ; ფრინველს 0,01 – 0,05 გ, 3 – 5 დღის განმავლობაში.

დაყოვნების პერიოდი:  დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 1 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად თერმული დამუშავების შემდეგ ან ხორცისა და ძვლის ფქვილის საწარმოებლად.

რძის საკვებად გამოყენება დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 1 დღის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში მიღებული რძე თერმული დამუშავების შემდეგ ცხოველების საკვებად გამოიყენება.

პირადი პროფილაქტიკისათვის ჩასატერებელი ღონისძიებები:

პრეპარატი უროტროპინთან მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.

კანთან და თვალთან შემთხვევითი კონტაქტის დროს წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ალერგიული რეაქციის გამოვლინებისა ან პრეპარატის შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი)

პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ