აპივირინი (Apivirin)
ვირუსული დაავადებების სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალება
წამლის ფორმა: ფხვნილი, გამოიყენება მეფუტკრეობაში
სამიზნე სახეობა: ფუტკარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება
Atc vet.code: QJ05AC02
შემადგენლობა: 1გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: რიმანტადინის ჰიდროქლორიდი (Rimantadine hydrochloride) 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 50 მგ, ნივრის ექსტრატი 50 მგ, გლუკოზა 895მგ.
აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი
გამოშვების ფორმა: 40 გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტებში
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებები ამაღლებენ ფუტკრის რეზისტენტობას ვირუსული დაავადებების მიმართ. რემანტადინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადამანტანის წარმოებულს და აქტიურია რიგი ვირუსების მიმართ, ავლენს დამთრგუნავ მოქმედებას ვირუსული უჯრედის მემბრანაზე და იწვევს მის სიკვდილს.
ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია სპეციფიკური რეპროდუქციის ადრეული სტადიის (უჯრედში ვირუსის შეღწევისა და რნმ საწყის ტრანსკრიფციამდე) შეფერხებაზე. ამგვარად, ფარმაკოლოგიური ეფექტურობა, ინფექციური პროცესის დაწყებით ფაზაში ვირუსული რეპროდუქციის დათრგუნვითაა უზრუნველყოფილი.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ფუტკრის ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად. უზრუნველყოფს გარემო ფაქტორების მიმართ მდგრადობის ამაღლებას.
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება გაზაფხულზე მთავარი ღალიანობის წინ და ზაფხულის ბოლოს ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად
40გ პრეპარატი იხსნება თბილ (35°С-40°С) 10ლ შაქრის სიროფში (1:1) შეფარდებით.
მომზადებულ სიროფს ათავსებენ ზედა საკვებურებში - 1ლ სიროფი ერთ ფუტკრის ოჯახზე, 2-3-ჯერადად, 3-4 დღის ინტერვალით.
განსაკუთრებული მითითებები: დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ 0°С-25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8