დეზაპინი
სკების, ფიჭიანი ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციო საშუალება
შემადგენლობა: 1 გ შეიცავს, რძე მჟავას 15%, პროპოლისის ექსტრაქტს 0,5%;
თვისებები: რეკომენდირებულია სკების, ფიჭიანი ჩარჩოებისა და ინვენტარის სადეზინფექციოდ. დადებითად მოქმედებს ფუტკრის ოჯახების ზრდა-განვითარებაზე, ხელს უწყობს რთული შერეული ინფექციების პროფილაქტიკას და უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღებას.
გამოყენების წესი და დოზირება:
სკები, ფიჭიანი ჩარჩოები და ინვენტარი უნდა გასუფთავდეს (ფეკალი, ცვილი, პროპოლისი), შემდეგ 10-15 სმ-ის მანძილიდან ხსნარს აფრქვევენ თანაბარ დასველებამდე, სკას თავსაფარს მჭიდროდ ახურავენ 1 სთ-ის განმავლობაში.
დეზინფექციის შემდეგ ზედაპირს ანიავებენ და აშრობენ. არ საჭიროებს დამატებით წყლით ჩამორეცხვას.
არ არის ტოქსიკური ფუტკრებისა და ადამიანებისთვის, არ აღიზიანებს ფუტკარს და არ იწვევს სტრესს; არ მოქმედებს დედა ფუტკარზე და ნაყროვანების ხარისხზე
დეზინფექციის შემდეგ მიღებული თაფლი უსაფრთხოა საკვებად მოხმარებისა და ჯანმრთელობისთვის
გამოშვების ფორმა: 300 მლ პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას 0-250C ტემპერატურაზე
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო