სეპტექსი

სეპტექსი

Septecsi

პრეპარატის ფორმა: ანტისეპტიკური, სადეზინფექციო ხსნარი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Octenidine dihydrochloride, Phenoxyethanol

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტისეპტიკური (სადეზინფეზციო) საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: 1000მლ ტევადობის თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონი,თავზე გადაკრული ლამინირებული ალუმინის კილიტით და ხრახნიანი თავსახურით და 50 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის ფორმის გამფრქვევი საცობით დამცავი ხუფის მქონე თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებებს:

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდს – 0,1გ,

ფენოქსიეთანოლს – 2,0 გ

დამხმარე ნივთიერებები: კოკამიდოპროპილბეტაინი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH -ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.


ფარმაკოლოგიური თვისებები:

სეპტექსს ახასიათებს სწრაფი, ფართო  სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება  გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის: Mycobacterium tuberculosis, Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae), Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus), Enterococcus spp., Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Shigella spp., Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Corynebacterium diphtheriae, Gardnerella vaginalis.  ასევე საავადმყოფოს ინფექციების აღმძვრელების, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, გარდა ამისა აქტიურია Ascomycota, Trichophyton spp. Microsporum spp. და Candida albicans მიმართ. აქტიურია ვირუსების (ენტერალური, პარენტერალური, პოლიომიელიტის, ატიპიური პნევმონიის (SARS), გრიპის ვირუსების H1N1, H5N1 და სხვა), მათ შორის მარტივი ჰერპეს ვირუსის, B, C და D ჰეპატიტის ვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ.

სეპტექსი ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ  ნივთიერებას (საშიშროების მე-4 კლასი) რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ აქვს გამოხატული კანზე რეზორბციული, ადგილობრივ – გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება.

სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების უსაფრთხოება კონტროლდება აქროლადი კომპონენტის  2- ფენოქსიეთანოლის მიხედვით.

სამუშაო ზონის ჰაერში 2- ფენოქსიეთანოლის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) –   2 მგ/მ2

 გამოყენების ჩვენებები

სეპტექსის ხსნარი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში პაციენტის საოპერაციო და საინექციო ველის კანისა და მისი მიმდებარე ქსოვილების დასამუშავებლად.

გამოყენების წესი

ინექციის, პუნქციის, გაკვეთის და ა.შ. წინ ხსნარი თანაბრად გადაანაწილეთ დასამუშავებელი კანის ზედაპირზე შესხურებით ან პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონის საშუალებით, ისე რომ მთლიანად დაიფაროს ამორჩეული მიდამო პრეპარატით. დაელოდეთ პრეპარატის გაშრობას.

  • საოპერაციო ველის დამუშავება: დასამუშავებელი ზედაპირი დაამუშავეთ 2 ჯერ, შესხურებით ან ხსნარით გაჟღენთილი სტერილური ტამპონით, მის სრულ გაშრობამდე. დაყოვნების დრო დამუშავებიდან 2 წუთი. ოპერაციის წინ პაციენტი დაბანეთ პრეპარატის გამოყენებამდე 1 საათით ადრე, გამოუცვალეთ თეთრეული.
  • საინექციო ველის დამუშავება: კანი გაწმინდეთ ხსნარით კარგად გაჟღენთილი სტერილური ტამპონით, მის გაშრობამდე-დაყოვნების დრო დამუშავებიდან 1 წუთი.


გვერდითი მოვლენები:არ გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტები

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

სეპტექსი არ გამოიყენება PVP იოდის შემცველ ანტისეპტიკურ პრეპარატებთან ერთად.

უკუჩვენება

პრეპარატში შემავალი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.


განსაკუთრებული მითითებები

  • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის! არ მიიღება შიგნით!
  • არ შეიძლება სეპტექსის დატანება კანზე და ჭრილობაზე წნევით ან ინექციის გზით. ჭრილობის ღრუების გამორეცხვისას, დარწმუნდით რომ ხსნარის გამოდინება უზრუნველყოფილია (მაგ. დრენაჟი)
  • სეპტექსის ხსნარის თვალში მოხვედრისას გამოირეცხეთ დიდი ოდენობის გამდინარე წყლით და ჩაიწვეთეთ 20% ან 30% -იანი სულფაცილ ნატრიუმის ხსნარი.
  • არ შეიძლება სეპტექსის დიდი რაოდენობით გადაყლაპვა. თუ მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაგეყლაპათ მიიღეთ სითხეები და აქტივირებული ნახშირი.
  • არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

       შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ