ოქსი-ჯეტ 400 (Oxy– jet 400)
Oxytetracycline hydrochloride
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო
წამლის ფორმა
ფხვნილი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი
ATC vet-code: QJ01AA06
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ქათამი (ბროილერი)
შემადგენლობა:
1 გ ფხვნილი შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს .................. 400 მგ
გამოშვების ფორმა: 250 გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტებში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიტეტრაციკლინს გამოხატული აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Streptococcus spp., Staphylococcus spp. (მ.შ. პენიცილინაზას მაპროდუცირებული შტამები), Listeria spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Escherichia coli, Enterobacter spp. (მ.შ. Enterobacter aerogenes), Salmonella spp., Rickettsia spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp), ასევე მსხვილი ვირუსებისა და ზოგიერთი უმარტივესების მიმართ.
ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მდგრადია Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Seratia spp, მეტიწილი Bacteroides spp. შტამები, მათშორის სოკოები და ვირუსები.
ოქსიტეტრაციკლინის ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მიკრობული უჯრედის ცილის სინთეზის დათრგუნვას (რიბოსომების ფუნქციის ბლოკადას) და რნმ-ის სინთეზის ბლოკადას. სისხლში მოხვედრის შემდეგ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს 20-40%-ით. ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სწრაფად აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. თერაპიული კონცენტრაცია, მისი ერთჯერადი მიღების შემდეგ ორგანიზმში შენარჩუნებულია 8-12 სთ-ის განმავლობაში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ფეკალთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ოქსი-ჯეტ 400-ის ფხვნილი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ბროილერის ქათმების სასუნთქი ორგანოების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ბაქტერიული ინფექციების, პნევმონიის, კოლიბაქტერიოზის, მალარიის დროს;
ღორების ბრონქიტის, პნევმონიის, ბრონქოპნევმონიის, ფილტვის აბსცესის დროს; ასევე ღორის ენზოოტიური პნევმონიის, ბაქტერიული ენტერიტის, ლეპტოსპიროზის, ართრიტისა და წითელ ქართან დაკავშირებული მეორადი ინფექციების სამკურნალოდ.
ბროილერის ქათმების ქოლერას, ტიფის, ინფექციური რინიტის, ინფექციური სინუსიტის, არასპეციფიკური დიარეას, მიკოპლაზმოზის, სტაფილოკოკური ართრიტის, ფსევდოტუბერკულოზის, სეპტიცემიური მოვლენებისა და მეორადი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციურ ბრონქიტთან, ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებთან, ინფექციურ ლარინგოტრაქეიტთან, ფრინველის ყვავილთან.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში.
პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ქათმებში კვერცხის ადამიანების კვებისთვის რეალიზაციის დროს.
გვერდითი მოვლენები
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.
გამოყენების წესი, დოზირება:
ოქსი-ჯეტ 400-ის ფხვნილი მიიღება პერორალურად, სასმელ წყალში შერევით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, უწყვეტად 5-7 დღის განმავლობაში, დოზები განსხვავდება სამიზნე სახეობების, ცხოველის ასაკის, სხეულის წონისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ფარმაკოლოგიური დოზა 10-20 მგ ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი / კგ სხეულის მასაზე / ერთჯერ მისაღებად, ანუ პრეპარატის პრაქტიკული დოზა 25-50 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში.
ღორები: ფარმაკოლოგიური დოზა 15-30 მგ ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი / კგ სხეულის მასაზე / ერთჯერ მისაღებად, ანუ პრეპარატის პრაქტიკული დოზა 40-75 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში.
ქათმები (ბროილერი): რეკომენდირებული დოზაა 20-40 მგ. ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი / კგ სხეულის მასაზე / ერთჯერადად, ანუ პრეპარატის პრაქტიკული დოზა 50-100 მგ/კგ სხეულის მასაზე/დღეში.
რეკომენდაციები სწორი გამოყენებისათვის:
დაყოვნების პერიოდი:
ხორცის და სუბპროდუქტების საკვებად მიღება ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - 6 დღის, ღორის - 5 დღის; ქათმების (ბროილერი) - 3 დღის და რძე -2 დღის შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ყინვას და მზის პირდაპირ სინათლეს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. მჭიდროდ დახურეთ შეფუთვა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული სარგებლიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისია პირველადი შეფუთვის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. ინსტრუქციის მიხედვით წყალში გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში.
მწარმოებელის მისამართი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8.