იოდოფორმის პუდრი (Iodoform powder)
Oxytetracycline HCl, Streptocide, Acid borici, Iodoforme
წამლის ფორმა
ფხვნილი გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება
სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველები
შემადგენლობა
1გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
იოდოფორმი 0,011გ; ბორის მჟავა 0,149გ; ოქსიტეტრაციკლინი ჰ/ქ 0,04გ; სტრეპტოციდი 0,05გ
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი 0,75 გ
აღწერა: მოყვითალო ფერის ფხვნილი, სპეციფიკური სუნით
გამოშვების ფორმა: 50გ პოლიეთილენის ფლაკონში
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის ანტისეპტიკური მოქმედება დაფუძნებულია მასში შემავალი აქტიური ნივთიერებების თვისებებზე
იოდოფორმი - ჭრილობის ზედაპირზე კონტაქტით ხდება აქტიური იოდის გამოთავისუფლება და იწყებს თანდათანობით დაშლას, ეს კი უზრუნველყოფს ხანრგრძლივ ანტიბაქტერიულ ეფექტს.
ბორის მჟავა - ანტისეპტიკური ნივთიერება, ახასიათებს ინსექტიციდური მოქმედება, ხელს უწყობს ცილების კოაგულაციას, მათ შორის ფერმენტულის. არღევევს უჯრედული გარსის შეღწევადობას. თრგუნავს ფაგოციტოზის პროცესს, ამუხრუჭებს ბაქტერიის ზრდას და განვითრებას.
ოქსიტეტრაციკლინი ჰ/ქ - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია ტეტრაციკლინის ჯგუფიდან, გამოხატული აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, რიკეციების, სპიროქეტების, მსხვილი ვირუსებისა და ზოგიერთი უმარტივესების წინააღმდეგ.
სტრეპტოციდი – ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდია, ხასიათდება ბაქტერიოსტატური მოქმედებით, ეფექტურია სტრეპტოკოკების, მენინგოკოკების, გონოკოკების, ნაწლავის ჩხირისა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ. სტრეპტოციდი პარა-ამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმის გამო იწვევს მიკრობულ უჯრედში ფოლის მჟავას სინთეზის ბლოკირებას, რაც თრგუნავს მიკროორგანიზმების ზრდას და განვითარებას (ბაქტერიოსტატიკური ეფექტი).
პრეპარატი მიეკუთვნება არასაშიში პრეპარატების რიგს, მისი რეკომენდირებული დოზა არ იწვევს გამაღიზიანებელ, ტოქსიკურ, ალერგიულ და სენსიბილიზირებულ მოქმედებას.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების, ოპერაციების შემდგომი ჭრილობების, წყლულების, გამონაყარის, სველი ეგზემის, დერმატიტების, ტენდოვაგინიტების, ფლეგმონას, ლიმფადენიტის, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დროს.
გამოყენების წესი, დოზირება
პრეპარატი გამოიყენება გარეგნულად.
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისგან, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. შემდეგ მიაფრქვევენ თხელ ფენად, დღეღამეში 1–2ჯერ. ცხოველებს არ უნდა მიეცეს ალოკვის საშუალება.
განმეორებითი დამუშავების აუცილებლობა დამოკიდებულია ქირურგიულ მონაცემებსა და დაზიანებულის სიმძიმეზე.
გვერდითი მოვლენები
აღნიშნულ დოზებში არ აღინიშნება კანის ალერგიული, ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება.
უკუჩვენება
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო