დიკალცი ფოსფატი

დიკალციუმის ფოსფატი 

(Dikalcifosfat )

მინერალური საკვები დანამატი, ყველა სახის ცხოველისა

 და ფრინველისათვის


 

წამლის ფორმა

 პერორალურად მისაღები გრანულირებული ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური კომპლექსი

სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველი და ფრინველი

შემადგენლობა:

   გრანულირებული ფხვნილი შეიცავს, ფოსფატი 18%, კალციუმი 26%

გამოშვების ფორმა: 25 კგ ტომრებში და 1 კგ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში

ფარმაკოლოგიური თვისებები

    საკვები დანამატი დიკალციფოსფატი თეთრი ფერის ან მონაცრისფრო შეფერილობის ფხვიერი კრისტალური ფხვნილია (СаНРО4 2Н2О). საკვები დანამატი თავისი შემადგენლობით წარმოადგენს იდეალურ მინერალურ დანამატს ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

გამოყენების ჩვენებები

   დიკალციუმის ფოსფატი 18/26% მინერალური საკვები დანამატი გამოიყენება კალციუმითა და ფოსფორით რაციონის დასაბალანსებლად, დანამატი თავსებადია ყველა სახის საკვებთან და საკვებდანამატებთან (კომბინირებული საკვები, კონცენტრატები, სილოსი, ნამჯა ძირხვენები).

გამოყენების წესი და დოზირება

   საკვებდანამატი უნდა შეერიოს საკვებში მცირე დოზებით და შემდეგ მოემატოს თანდათან 3-5 დღის განმავლობაში. სუფთა სახის დიკალციფოსფატის გამოყენება არაა რეკომენდებული.

დიკალციფოსფატის სადღეღამისო ნორმა, ერთ სულზე (გ-ში)

მეწველი ძროხა                            70-200

მშრალი ძროხა                              70-100

ბუღა მწარმოებელი                       80-150

ხბო, მოზარდი 1 წლამდე               20-55

მოზარდი 1 წ-ზე მეტი ასაკის        50 -100

დედაღორი                                   50-100

მუშა ცხენი                                   50-100

ულაყი, ფაშატი                            50-80                                  

კვიცი                                          20-45

ცხვარი                                        5-15

ბატკანი                                       5-8

ქათამი                                        3-4

იხვი, ინდაური                            5-7   

შენახვის პირობები

    ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: Qhchemicals CO., LTD, ჩინეთი

დამფასოებელი: შპს “ბიოტეკსი“, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ