ბიოფენიკოლი 500

ბიოფენიკოლი 500 (Biofenicol 500)

Florfenicol

წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალური, გამოიყენება ვეტერინარიაში


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი,


ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი. ATCvet code: QJ01BA90


სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი (ბროილერი, იხვი, ბატი), ღორი, თევზი


შემადგენლობა
1 გ ფხვნილი შეიცავს, აქტიურ ნივთიერებას: ფლორფენიკოლს 500 მგ
დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა 500 მგ.


აღწერა: თეთრი ან მოყვითელო ფერის ფხვნილი


გამოშვების ფორმა, შეფუთვა: 500 გ ფხვნილი, თეთრი ფერის პოლიეთილენის კონტეინერში.


ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ფლორფენიკოლი - სინთეზური ანტიბიოტიკია და როგორც თიამფენიკოლის მონოჰიდრატის წარმოებულს ახასიათებს (თიამფენკოლის ქლორფენიკოლთან შედარებით) მოქმედების უფრო ფართო სპექტრი. ქლორფენიკოლისგან განსხვავებით იგი შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს, p-მეთილ ნიტრო ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი მაღალ მგრძნობელობას ავლენს გრამდადებითი (Corynebacterium pyogenes, Streptecoccus spp., Staphylococcus spp., Clostridium spp.) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (E. coli, Salmonella spp, Pasteurella haemolytica, P.multocida, Haemophilus Somnus, Actinobacillus pleuropneumonia) მიმართ, რომლის ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ეფუძნება ბაქტერიულ რიბოსომებში
პროტეინის სინთეზის ინჰიბირებას. ფლორფენიკოლის მაღალი ეფექტურობა დამოკიდებულია ფტორის მიერ ბაქტერიული ფერმენტული აცეტილირების ბლოკირებაზე, რომელიც ჰიდროქსილის ჯგუფში ანაცვლებს მე-3 ნახშირბადის ჯგუფს. ფლორფენიკოლი სწრაფად და ხარისხიანად ადსორბირდება საჭმლის მომნელებელ
ტრაქტში, სისხლით მიეწოდება ყველა ორგანოსა და ქსოვილს. 20 მგ/კგ-ზე მიღებით თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება ორგანიზმში 24 სთ-ის განმავლობაში. ანტიბიოტიკი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდით 97%, დარჩენილი ნაწილი კი ფეკალთან ერთად. შარდში არსებული ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა (52%), ხოლო ნაწილი
ფლორფენიკოლის (7,5%) და ოქსამინის მჟავის (25%) სახით. ამ მეტაბოლიტების ეფექტი ძალიანაა მიახლოვებული ანტიბაქტერიულ ეფექტურობასთან.


გამოყენების ჩვენებები
ბიოფენიკოლ 500 გამოიყენება შინაური ფრინველის (ბროილერი, იხვი, ბატი), ღორის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რესპირატორული ინფექციური დაავადებების (მ.შ. კოლისეპტიცემიისა და საკულიტის) პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (Actinobacillus spp. Pasteurella spp. Salmonella spp. და Streptococcus spp).


პრეპარატი ასევე გამოიყენება მტკნარი, მლაშე წყლებისა და ზღვის თევზების (კალმახი, ორაგული, კობრი, კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა)ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის (როგორიცაა: ფურუნკულოზი - Aeromonas salmonicida, ვიბრიოზი - Vibrio
anguillaruam, ერსინიოზი - Yersinia ruckerii, ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია - Aeromonas hydrophila, Pseudomonas sp., კოლუმნარის დაავადება - Flexibaqter columnaris, სტრეპტოკოკური ინფექციები - ჰემოლიზური და არაჰემოლიზური, ზამთრის დაავადებები -
Pseudomonas anguliseptica, Edwardsielloasis - Edwerdsiella ictaluri, Edweersiella tarda, პასტერელოზი - photobacterium damsel subsp. Piscidia, ზღვის ფლავობაქტერიოზი - Tenacibaculum maritimum სანაშენე თევზში).


გამოყენების წესი და დოზირება
შინაური ფრინველი (ბროილერი, იხვი, ბატი): ფარმაკოლოგიური დოზა: პერორალურად, 20 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, სასმელ წყალთან ერთად, 3-5 დღის განმავლობაში.
პრაქტიკული დოზა: 100გ/400ლ სასმელ წყალთან ერთად, 3-5 დღის განმავლობაში.


ღორი: ფარმაკოლოგიური დოზა: პერორალურად, 5-10 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად, 5 -7 დღის განმავლობაში. პრაქტიკული დოზა: ინდივიდუალურად ან ჯგუფურად 1გ / 40 - 80კგ ც.წ-ზე, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად, 5 -7 დღის განმავლობაში.


თევზი: ფარმაკოლოგიური დოზა: პერორალურად, 10 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, საკვებთან ერთად, 10 დღის განმავლობაში.
პრაქტიკული დოზა: 0,02გ/კგ ცოცხალ წონაზე, საკვებთან ერთად, 10 დღის განმავლობაში.
თევზის საკვების პროპორცია (ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით, %)

პრეპარატის რაოდენობა
1ტ საკვებზე, (კგ)

პრეპარატის რაოდენობა 10
დღიანი მკურნალობის
ჩასატარებლად
0.5% 4 20 კგ
1% 2 10 კგ
2% 1 5 კგ
3% 0.66 3.33 კგ
5% 0.4 2 კგ

თევზისთვის პრეპარატიანი საკვების მომზადება: წინასწარ აწონილი პრეპარატი თავსდება მიქსერში ან შემრევში, შერევის პროცესში ესხურება 1% ცხიმი. შერევა გრძელდება 2-5 წთ. სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი მასა. პრეპარატის მიცემის წინ თევზი უნდა იყოს მშიერი 12-24 სთ განმავლობაში. საკვების და პრეპარატის რაოდენობა იცვლება წყლის ტემპერატურის და თევზის ზომის შესაბამისად.


მკურნალობის პერიოდში საწყურებლად ან საკვებად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ პრეპარატიანი წყალი ან საკვები. შენამზადი უნდა იყოს ახალი მომზადებული, ყოველდღიურად თავიდან უნდა მომზადდეს.

უკუჩვენებები
პრეპარატის ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, უკუჩვენებები არ აღინიშნება.


პრეპარატი არ გამოიყენება:
- სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლისა და თირკმელით დაავადებულების მიმართ;
- ფლორფენიკოლის მიმართ მაღალი მგრძნობელობის დროს;
- მაკეობის პერიოდში.
- ტოქსიკოზის განვითარების შესაძლებლობის გამო არ გამოიყენება თიამფენიკოლთან ან/და ქლორამფენიკოლთან, პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ცეფალოსპორინებთან, ფტორქინოლონებთან, სულფამილამიდურ პრეპარატებთან ერთად.
- თევზებში, 5°C-ზე დაბალი წყლის ტემპერატურაზე.


გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
მკურნალობის პერიოდში შეიძლება მოხდეს საკვებისა და წყლის მოხმარების შემცირება და დროებით ფეკალის დარბილება ან დიარეა.
ღორებში შეიძლება აღინიშნოს დიარეა, პერიანალური და სწორი ნაწლავის ერითემა / შეშუპება და სწორი ნაწლავის პროლაფსი. ეს ეფექტები გარდამავალია.


პრეპარატი შეუთავსებელია Mg2+, Al3+, Ca2+ კათიონების შემცველ პრეპარატებთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი უკავშირდება ფლორფენიკოლს და ხელს უშლის მის შეწოვას.


პრეპარატის ურთიერთქმედება
არ შეიძლება პრეპარატიან წყალში სხვა პრეპარატების შერევა.


ჭარბი დოზირება
ფლორფენიკოლის 60 მგ-მდე კგ ც.წ-ზე, სასმელ წყალთან ერთად, 7 დღის განმავლობაში გამოყენება არ იწვევს უკუჩვენებებს. საჭიროა პრეპარატის რეკომენდებული დოზით გამოყენება.


განსაკუთრებული მითითებები
- დაუშვებელია მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
- გაუფრხილებლობით მიღებული დაზიანებების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- მოერიდეთ პრეპარატთან შეხებას, გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.


დაყოვნების პერიოდი
შინაური ფრინველის ხორცის, სუბპროდუქტების და კვერცხის ადამიანისთვის საკვებად მოხმარება დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 6 დღის შემდეგ;


ღორის ხორცის, სუბპროდუქტების ადამიანისთვის საკვებად მოხმარება დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან - 14 დღის შემდეგ;


თევზის საკვებად მოხმარება დასაშვებია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 16 დღის შემდეგ (5°C-დან 10°C-მდე წყლის ტემპერატურაზე) ან 8 დღის შემდეგ (10°C-ზე მეტი წყლის ტემპერატურაზე).


აღნიშნული ვადების გასვლამდე იძულებით დაკლულთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხორცის მჭამელთ ცხოველთა საკვებად.


შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ მშრალ და გრილ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).


ვარგისობის ვადა: 2 წელი


მწარმოებელი ქვეყანა: შპს ”ბიოტეკსი“, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ