როლენოლი
კლოზანტელის ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის/ კუნთში ინექციისთვის სტერილურად ცხოველებში გამოყენების მიზნით
შემადგენლობა: კლოზანტელი-50მგ/მლ
ფარმაკოლოგიური მოქმედება: როლენოლი მიეკუთვნება პარაზიტების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატებს. პრეპარატი შეიცავს კლოზანტელს, რომელიც აქტიურია სქესობრივად მომწიფებული და მატლის ფაზაში მყოფი ნემატოდების მიმართ Bunostomum spp., Haemonchus spp., Oesophagostomum radiatum, Chabertia ovis ჩათვლით და სქესობრივად მომწიფებული ტრემატოდის Fasciola gigantica მიმართ და ასევე ბორას მატლებისადმი Hypoderma bovis, Hypoderma lineatum, Oestrus ovis, რომლებიც წარმოადგენენ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის პარაზიტებს.
კლოზანტელის მოქმედების მექანიზმი მოიცავს ფოსფოლირილების პროცესისა და ელექტრონების გადატანის ცვლილებას, რასაც მივყევართ ენერგეტიკული ცვლის პროცესების დარღვევამდე ჰელმინთებში და საბოლოოდ ეს იწვევს მათ სიკვდილს. პრეპარატის პარენტერალური შეყვანის შემდეგ კლოზანტელი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან და ხვდება უმეტეს ორგანოებსა და ქსოვილებში, და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 24 საათის შემდეგ. კლოზანტელის თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნდება ორგანიზმში 10 საათის განმავლობაში, ორგანიზმიდან უმეტესად გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ძირითადად შეუცვლელი სახით. ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში ნაწილობრივ გამოიყოფა რძის საშუალებით. ორგანიზმზე ზემოქმედების თვალსაზრისით როლენოლი მიეკუთვნება ზომიერად საშიში ნივთიერებების რიცხვს (საშიში ნივთიერებების მე-3 ჯგუფი სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით 12/01/2007-76).
გამოყენების პირობები: ინიშნება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ფასციოლეზის, ბუნოსტომოზის, ჰემონხოზისის, ეზოფაგოსტომოზის, ტრიხოსტრონგილოზის, ოსტერტაგიოზის და ჰიპოდერმატოზის დროს, ცხვრებსა და თხებში ჰემონხოზის, ეზოფაგოსტომოზის, ტრიხოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, ხაბერტიოზის, ბუნოსტომოზის, ფასციოლეზის და ესტროზის დროს.
დოზირება და გამოყენების მეთოდი: პრეპარატი შეყავთ ცხოველებში ერთჯერადად ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით:
- მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში კანქვეშ ან კუნთში ნემატოდოზების და ფასციოლეზის დროს დოზით 0.5მლ ცხოველის 10კგ მასაზე (2.5მგ/კგ დვ-ის მიხედვით), ჰიპოდერმატოზის დროს -1მლ ცხოველის 10კგ მასის მიხედვით (5მგ/კგ დვ-ის მიხედვით).
- ცხვრებსა და თხებში კანქვეშ ნემატოდოზების და ესტროზის დროს დოზით 0.5მლ ცხოველის 10კგ მასაზე (2.5მგ/კგ დვ.-ის მიხედვით), ქრონიკული ფასციოლეზის დროს -1მლ ცხოველის 10კგ მასაზე (5მგ/კგ დვ-ის მიხედვით).
მასიური გამოყენებამდე პრეპარატის ცალკეულ სერიას წინასწარ გამოცდიან ცხოველთა მცირე ჯგუფში (5-7), მათზე აწარმოებენ დაკვირვებას 3 დღის განმავლობაში. გართულებების არარსებობის შემთხვევაში პრეპარატს იყენებენ ყველა ცხოველში.
ცხოველთა დამუშავება ჰელმინთების საწინააღმდეგოდ სამკურნალო დანიშნულებით ტარდება ჩვენებების მიხედვით, პროფილაქტიკური მიზნით ცხოველის შიდა მოვლის პირობებში გადაყვანამდე, და გაზაფხულზე საქონლის საძოვარზე გაგზავნამდე, ბორათი ინვაზიის წინააღმდეგ-მაშინვე როდესაც მათი ფრენა მთავრდება და გაზაფხულზე (მარტი-აპრილი).
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონის გულდასმით შენჯღრევა.
უკუჩვენებები: ამ პრეპარატის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს ცხოველის ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტისადმი. როლენოლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული დასუსტებულ, გამოფიტულ და ინფექციებით დაავადებულ ცხოველში.
გვერდითი ეფექტები: აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები და გართულებები არ აღინიშნება. კანქვეშა შეყვანის დროს იშვიათ შემთხვევებში ინექციის ადგილას შეიძლება წარმოიქმნას შეშუპება, რომელიც თავისით ქრება 2-3 დღე-ღამის განმავლობაში.
ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატის გამოყენება წყდება და ინიშნება ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები.
ურთიერთზემოქმედება: როლენოლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
ზედოზირება: პრეპარატის ზედოზირების დროს ცხოველში შეიძლება აღინიშნოს მადის დაქვეითება, დათრგუნული მდგომარეობა, ანთებითი რეაქცია ინექციის ადგილას.
ლოდინის პერიოდი: ცხოველის დაკვლა ნებადართულია არანაკლებ 28 დღე-ღამის გასვლის შემდეგ როლენოლის ბოლო დოზის მიღებიდან. ცხოველის ხორცი, რომლის დაკვლა საჭირო გახდა ამ ვადის გასვლამდე, შეიძლება იქნას გამოყენებული ბეწვიანი ცხოველების საკვებში. რძე: არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შინაურ ცხოველებში (ძროხებსა) და ცხვრებში, რომლებიც რძე გამოიყენება ადამიანის საკვებად.
შენახვის პირობები: პრეპარატის შენახვა საჭიროა მწარმოებლის მიერ გამოშვებული შეფუთვის სახით დახურულ მდგომარეობაში მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, ცალკე საკვები პროდუქტებისგან და ცხოველთა საკვებისგან, 5°С -25° С ტემპერატურის პირობებში.
გამოშვების ფორმა: 10,50, 100 250 მლ-ის შემცველი მუქი შუშის ფლაკონები.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვეტერინალური დანიშნულების
მწარმოებელი:Invesa, Spain