ბარიერი სუპერი

ბარიერი სუპერი

გამოიყენება რწყილებისა და ტკიპების წინააღმდეგ 

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება – ფიპრონილი – გამოიყენება რწყილების, ტკიპებისა და ტილებისაგან გამოწვეული დაავადების თავიდან ასაცილებლად და დაავადებების გასანადგურებლად ძაღლებისა და კატების ყველა ასაკობრივი ეტაპზე.

ფიპრონილი ბლოკავს ექტოპარაზიტების ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მათ დამბლას და დაღუპვას.
ნივთიერება არ შეიწოვება ცხოველის სისხლში და არ მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე.
დაცვითი ეფექტი გრძელდება 1.5–2 თვემდე.

შეფუთვა – პოლიმერული პიპეტები საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს საჭირო დოზა.


აღწერა

გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე, კომპონენტებისთვის დამახასიათებელი სუნით.


შემადგენლობა

1 მლ პრეპარატი შეიცავს:

  • ფიპრონილი – 80 მგ
    დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, იზოპროპილის ალკოჰოლი.


ფარმაკოლოგიური თვისებები

ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო, ინსექტიციდები და რეპელენტები 

ფიპრონილი – ფენილპირაზოლის წარმოებული – მოქმედებს პარაზიტების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ისე, რომ არ ზემოქმედებს ცხოველზე. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ქლორის იონების გატარების დაბლოკვას GABA-დამოკიდებულ არხებში, რაც იწვევს ნერვული სისტემის დარღვევას, ზემგრძნობელობასა და პარაზიტების დაღუპვას.

ფიპრონილი მოქმედებს კონტაქტურად და პრაქტიკულად, არ შეიწოვება კანის გავლით. წასმიდან 24 საათში თანაბრად ნაწილდება კანზე, გროვდება ეპიდერმისში, ცხიმის ჯირკვლებში და თმის ფოლიკულებში და ნელ-ნელა გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას – ე.წ. „რეზერვუარის ეფექტს“.


გამოყენება

გამოიყენება რწყილებით (Ctenocephalus spp.), ტკიპებით (Dermacentor spp., Rhipicephalus spp., Ixodes spp.), ტილებით (Trichodectes canis, Felicola subrostratus) გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ასევე ეფექტურია ყურის ტკიპების (ოტოდექტოზი) შემთხვევაში.


დოზირება და გამოყენების წესი

პრეპარატი გამოიყენება გარეგანად, უშუალოდ კანზე, ცხოველისათვის წვდომისგან დაცულ ადგილას –
ძაღლებისთვის ბეჭებზე და ხერხემალზე,
კატებისთვის – კეფაზე.

დოზირება:

  • ლეკვები და კნუტები – 0.5 მლ

  • კატები – 1 მლ

  • ძაღლები:

    • 2–10 კგ – 1 მლ

    • 10–20 კგ – 2 მლ

    • 20–40 კგ – 3 მლ

    • 40 კგ – 4 მლ

პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. პრევენციული ეფექტი გრძელდება 1.5–2 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ხელახალი დამუშავება.

ოტოდექტოზის მკურნალობისას პრეპარატი იწვეთება ყურის არხში 2–3 წვეთი. პროცედურა მეორდება 2–3-ჯერ, 8–10 დღიანი ინტერვალით.


უკუჩვენებები

ფიპრონილზე ან სხვა შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენება:

  • 12 კვირამდე კნუტებში

  • 10 კვირამდე ლეკვებში

  • სხვა ინსექტოაკარიციდებთან ერთად
    არ არის რეკომენდებული: დასუსტებულ, მოხუც, ორსულ ან რძემსმოწოვი ცხოველებში.


უსაფრთხოების ზომები

პრეპარატით დამუშავების შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით.
დამუშავების შემდეგ 48 საათის განმავლობაში აკრძალულია ცხოველის დაბანა და მოფერება.


გამოშვების ფორმა

პოლიმერული პიპეტები:

  • 0.5 მლ – ლეკვებისა და კნუტებისთვის

  • 1 მლ – ზრდასრული ძაღლებისა და კატებისთვის


შენახვა:

იანხება მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ