ხბოს ნიღაბი დიდი

ხბოს ნიღაბი (პლასტმასი)

ხბოს ნიღაბი გამოიყენება, რათა ხბო გადავაჩვიოთ დედის ცურის წოვას. ნიღაბი მაგრდება ხბოს ცხვირზე, რაც დედისთვის იწვევს დისკომფორტს ცურის მიდამოში. დედა აღარ უშვებს ხბოს ცურზე, და გარკვეული დროის შემდეგ ხდება ცურის წოვაზე გადაჩვევა.

გამოყენების წესი:

  1. დაუმაგრეთ ნიღაბი ხბოს ცხვირზე ისე, რომ არ აწუხებდეს, მაგრამ საკმარისად მტკიცედ იჭერდეს, რათა ხბომ ვერ მოიძროს.
  2. რეგულარულად შეამოწმეთ ხბოს კომფორტი და უსაფრთხოება. თუ შენიშნავთ რაიმე გაღიზიანებას ან დაზიანებას, დროებით მოხსენით ნიღაბი და მიმართეთ ვეტერინარს.
  3. გადაჩვევის პერიოდი: როგორც წესი, რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში დედა აღარ მიუშვებს ხბოს ცურის, რის შემდეგაც ხბო გადაეჩვევა ცურის წოვას.
დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ