კოქცილიპ P (Coccilip P)
კოქციდიოზის საწინააღმდეგო საშუალება შინაური ფრინველისთვის
პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება მეფრინველეობაში
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური, კვერცხმდებელი და სარემონტო (სანაშენე) ქათამი).
მახასიათებლები
ფრინველის კოქციდიოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ეიმერიის გვარის პროტოზოები. ის სხვა სახეობებთან ერთად აავადებს ფრინველს და იწვევს ენტერიტს და სისხლიან დიარეას, შედეგად მნიშვნელოვნად ქვეითდება ფრინველის საწარმოო მაჩვენებლები.
გამოყენების ჩვენებები
COCCILIP P არის პრემიქსი, რომელიც ეხმარება ფრინველს ნაწლავის ოპტიმალური მიკროფლორის შენარჩუნებაში; ხელს უწყობს კოქციდიოზის პროფილაქტიკას და ამცირებს მეორადი ბაქტერიული ენტერიტების განვითარებას.
შემადგენლობა: კოქცილიპი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ეთერზეთებს, დამცავ საშუალებებსა და სხვადახვა კომპონენტებს, რომელთა აქტიურობა ებრძვის 7 სახეობის ეიმერიას ( E. acervulina, E. tenella, E. maxima, E. mitis, E. proecox, E. brunetti, E. necotrix), რომლებიც აზიანებენ ნაწლავის სხვადასხვა ნაწილს.
გამოშვების ფორმა: 250 გ
გამოყენების წესი და დოზები:
გამოიყენება კოქციდიოზის, დისბაქტერიოზის და ბაქტერიული ენტერიტების საპროფილაქტიკოდ.
წიწილას, ბროილერს: 500 გ / 1000 კგ საკვებზე.
კვეცხმდებელს ქათამს, ინდაურს: 600 გ/1000 კგ საკვებზე.
სანაშენე-საჯიშე ქათამს: 700 გ/1000კგ. საკვებზე.
გაფრთხილება: თუ ფრინველი ვაქცინირებულია კოკციდიოზის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინით, პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია ვაქცინაციიდან სამი კვირის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება, მშრალ, გრილ სინათლიაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი: Liptosa, Spain