ციფლოდექსი თეთრი ფერის სუსპენზია.
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს: ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს – 4,5 მგ, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს – 1 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული ქიმიოთერაპიული საშუალება, რომელიც აერთიანებს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს ფტორქინოლონების ჯგუფიდან (ციპროფლოქსაცინი) და გლუკოკორტიკოიდს (დექსამეტაზონი) ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და დესენსიბილიზაციის თვისებებით.
ციპროფლოქსაცინი ბაქტერიციდულად მოქმედებს დნმ-გირაზას ინჰიბირებით და ბაქტერიული დნმ-ის სინთეზის დათრგუნვით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ დასვენების და დაყოფის პერიოდში – Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Vibrio spp., Campylobacter spp., Hafnia spp., Providencia stuartii, Haemophilus spp., Pasteurella multocida, Pseudomonas spp., Gardnerella spp., Neisseria spp., Moraxella catarrhalis, Acinetobacter spp., Brucella spp.; ასევე გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ დაყოფის პერიოდში – Staphylococcus spp., Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Corynebacterium diphtheriae, Listeria monocytogenes და სხვა გამომწვევების მიმართ – Chlamydia spp., Mycoplasma spp., Mycobacterium spp.
კარგად შეიწოვება: 60 წუთის შემდეგ მისი კონცენტრაცია ცრემლის სითხეში შეადგენს 4,98 მკგ/მლ, ხოლო თვალის წინა კამერის სითხეში – 2,59 მკგ/მლ. ნახევარგამოყოფის პერიოდი წინა კამერიდან – 2 საათი. თვალში ჩაწვეთებისას სისხლში ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია არ აღემატება 2,5 ნგ/მლ-ს; ყურში ჩაწვეთებისას მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 15–90 წუთში და შეადგენს დაახლოებით 0,1%-ს ციპროფლოქსაცინის პერორალური დოზის (250 მგ) კონცენტრაციისაგან.
დექსამეტაზონი – სინთეზური ფტორირებული გლუკოკორტიკოიდია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიპროლიფერაციული მოქმედებით. ამცირებს კაპილარების განვლადობას და პროლიფერაციას, ადგილობრივ ექსუდაციას, უჯრედულ ინფილტრაციას, ფაგოციტურ აქტივობას, კოლაგენის დაგროვებას და ფიბრობლასტების აქტივობას, თრგუნავს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას და ანთების სიმპტომებს. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ჩაწვეთების შემდეგ გრძელდება 4–8 საათი. ლოკალური გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია. თვალში ჩაწვეთებისას დექსამეტაზონი კარგად აღწევს რქოვანის ეპითელში, კონიუნქტივის უჯრედებში და თვალის წინა კამერის სითხეში; მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (30 ნგ/მლ) მიიღწევა 2 საათში, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 3 საათი. ყურში გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 15–90 წუთში და შეადგენს დაახლოებით 14%-ს დექსამეტაზონის პერორალური დოზის (5 მგ) კონცენტრაციისაგან.
ჩვენებები:
ძაღლებში, კატებში, მცირე, ეგზოტიკურ და დეკორატიულ ცხოველებში თვალისა და ყურის მწვავე და ქრონიკული ანთებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული, ქიმიური ან ტრავმული ზემოქმედებით – კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ირიდიტი, ირიდოციკლიტი, რქოვანის წყლულები და ეროზიები, თვალის დაზიანებები ტრავმის ან უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ, აგრესიული ნაერთების ზემოქმედებით, ოპერაციის შემდგომ და წინამორბედ პერიოდში; ასევე ოტიტი, ოტორეა, მათ შორის უცხო სხეულის შედეგად გამოწვეული.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ჩაწვეთდეს კონიუნქტივალურ ჩანთაში 1–2 წვეთი 2–4-ჯერ დღეში (რთულ შემთხვევებში 1–2 დღე – ყოველ 2–3 საათში 1–2 წვეთი) ან ყურის არხში 1–4 წვეთი (ცხოველის მასის მიხედვით) 2–3-ჯერ დღეში.
თუ აღინიშნება ძლიერი ჩირქოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, წინასწარ ტარდება თვალისა ან ყურის ჰიგიენური დამუშავება: იწვეთება 3–4 წვეთი და გამონადენი მოცილდება სტერილური მარლის ტამპონით, რის შემდეგაც იწვეთება 1–2 წვეთი პრეპარატის. მკურნალობის კურსი გრძელდება სრული გამოჯანმრთელებამდე და შეადგენს 5–10 დღეს.
გაფრთხილება:
თვალში ჩაწვეთებისას ზოგჯერ შესაძლებელია ლოკალური გაღიზიანება, ქავილი, ცრემლდენა, რომლებიც სწრაფად ქრება; იშვიათად – ალერგიული რეაქციები, ხოლო ხანგრძლივი გამოყენებისას – მეორადი გლაუკომის ან სტეროიდული კატარაქტის განვითარება. სიფრთხილით გამოიყენეთ ცხოველებში 7 დღემდე.
გამოშვების ფორმა:
პოლიმერული ფლაკონი წვეთოვნით, 10 მლ, ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +10°С-დან +25°С-მდე ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 30 დღის განმავლობაში.
ვადა: 2 წელი.