ბიოქვინ 600

ბიოქვინ 600 (BioQvin 600)

საკვები დანამატი, ანტიბიოტიკების ბიოლოგიური შემცვლელი, ზრდის სტიმულატორი სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვის, ფრინველებისა და თევზებისთვის.
ეფექტური საშუალება არასპეციფიკური დიარეის ან გათხელებული ფეკალიების პრევენციისა და კონტროლისთვის.

წამლის ფორმა

საკვებში შესაზევებლად გამოსაყენებელი ფხვნილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საკვებდანამატი, ანტიმიკრობული ბიოლოგიური ალტერნატივა, ზრდის სტიმულატორი.

სამიზნე სახეობა

მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი, თხა, ფრინველი, თევზი.

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს:

  • ჰალქინოლი — 600 მგ

  • კალციუმის კარბონატი — 1 გ-მდე

თვისებები

  • აუმჯობესებს ცხოველის ზრდას, წონამატსა და საკვების კონვერსიას.

  • ხელს უშლის და აკონტროლებს არასპეციფიკურ დიარეას.

  • გააჩნია ანტიპერისტალტიკური მოქმედება, რაც ამაღლებს საკვები ნივთიერებების ათვისებას.

  • აქტიურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი ბაქტერიების, სოკოებისა და პროტოზოების მიმართ.

  • არ იწვევს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას და არ გააჩნია ლოდინის პერიოდი.

  • უსაფრთხოა როგორც ცხოველისთვის, ასევე პროდუქციის მომხმარებლისთვის.

  • ხელს უწყობს ფერმაში ჰიგიენურ გარემოსა და ბუზების პოპულაციის შემცირებას.

მოქმედების მექანიზმი

ჰალქინოლი (5-ქლორო-8-ჰიდროქსიქინოლინი, 5,7-დიქლორო-8-ჰიდროქსიქინოლინი, 7-ქლორო-8-ჰიდროქსიქინოლინი) აფერხებს პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას (Streptococcus spp., E. coli, Salmonella spp., Candida spp., Eimeria spp. და სხვა), არ ახდენს გავლენას სასარგებლო მიკროფლორაზე (Bifidobacterium spp., Lactobacillus spp.) და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

გამოშვების ფორმა

250 გ 

გამოყენების წესი და დოზები

ცხოველის სახეობა / ზრდის ეტაპი დოზა (გ BioQvin 600 / ტონა კომბინირებულ საკვებზე)
ღორი – პრესტარტერი და სტარტერი 200
ღორი – გროვერი 100
ღორი – ფინიში 50–260
დიარეის მკურნალობა 1000 / 7–10 დღე
მეკვერცხული ფრინველი 1–8 კვირა 50–100
მეკვერცხული 9–16 კვირა 100
მეკვერცხული 17 კვირიდან 50–75
ბროილერი 100
სტრესულ პირობებში 30–50
სანიტარიულ პირობებში 25–100
მსხვილფეხა პირუტყვი, კამეჩი 200
ცხვარი, თხა 200
თევზი 0.1% (საკვებზე)

ლოდინის პერიოდი: ხორცი, რძე და კვერცხი – 0 დღე.

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

მწარმოებელი

შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ