ტრომექსინი / Tromeksin

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, შინაური ფრინველი, ბოცვერი.

 

მწარმოებელი: ინვესა, ესპანთი.

 

შედგენილობა: 1გ ფხვნილი შეიცავს: სულფამეტოქსის პირიდაზინს 200მგ, ტრიმეტოპრიმს 60მგ, ტეტრაციკლინს (ქლორჰიდრატი) 110მგ, ბრომჰექსინს 1.3მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა პირუტყვი - პასტერელოზი, რესპირატორული სისტემის დაავადება; ენტერიტი;
ცხვრი, თხა - დიზენტერია, პნევმონია, ნეკროზული პოდოდერმატიტი;
ღორი - პნევმონია, გასტროენტერიტი, სეპტიცემია;
შინაური ფრინველი - ენტერიტი, გართულებული ქრონიკული რესპირატორული დაავადება, რინიტი;
ბოცვერი - რინიტი, პასტერელოზი, ენტერიტი.

 

გამოშვების ფორმა: 500 გ, 1 კგ და 25 კგ პოლიეთილენის პაკეტში.

 

გამოყენების წესი და დოზები


გამოიყენება პერორალურად წყალთან, რძესთან და საკვებთან ერთად.

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი: პირველი დღე - 3გ/30კგ ც.წ-ზე, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში 2გ/30კგ ც.წ-ზე ან 1 კგ პრეპარატი 2000ლ წყალში განზავებით ან 1000 კგ საკვებში შერევით.
ფრინველი და ბოცვრები: პირველი დღე - 2გ/ლ წყალში განზავებით, მე-2 მე-3 დღე - 1გ/ლ წყალთან ერთრად. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დოზის გაორმაგება.

 

შენახვის პირობები

 

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-20°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ