სულტრიმი - ტაბლეტი / Tabuletae Sultrim

 

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: სულფადიმიდინ ნატრიუმს 400 მგ; ტრიმეტროპრიმს 80 მგ;


გამოყენების ჩვენებები:


სულტრიმის ტაბლეტები გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევია სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტროპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმები.


- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება;
- შარდსასქესო ორგანოების ინფექციები;
- ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- რბილი ქსოვილების ინფექციები.


მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელი ცხოველები: დიარეა, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პნევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი.


ღორი: კოლიბაქტერიოზი, ატროფიული რინიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპნევმონია, წითელი ქარი.

ფრინველი: კოქციდიოზი, პასტერელოზი, კოლისეპტიცემია, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი, ინფექციური სურდო.


ბოცვერი:
კოქციდიოზი, სალმონელოზი, სტაფილოკოკოზი.


გამოშვების ფორმა: 80 ტაბლეტი, პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები:


მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ხორცისმჭამელები, ღორი და ბოცვერი -  


პრეპარატი ეძლევა საკვებთან, წყალში ან რძეში შერეული შემდეგი დოზირებით - 1 ტაბლეტი (480 მგ) 15კგ ც.წ, 12 სთ-ის ინტერვალით 3-5 დღის განმავლობაში.


ფრინველი - 1 კვირამდე ასაკის წიწილებს – 1/4 ტაბლეტი (120 მგ) გახსნილი 2 ლ სასმელ წყალში.


მეხორცული და მეკვერცხული მიმართულების მოზარდ ქათმებს - (1-8 კვირის ასაკის) – 1/2 ტაბლეტი (240 მგ) – 2 ლ წყალში ან 1 კგ საკვებში შერეული.


კვერცხმდებელი ქათმები (20 კვირაზე მეტი ასაკის) – 1/2 ტაბლეტი (240 მგ) გახსნილი 1ლ სასმელ წყალში ან 3/4 ტაბლეტი (360მგ) 1კგ საკვებში შერეული.


ინდაური (5-20 კვირის ასაკის)-– 1/2 ტაბლეტი (240 მგ) 1ლ წყალთან ერთად.


პრეპარატის წყალთან მიცემისას პრეპარატის საჭირო რაოდენობას წინასწარ ხსნიან მცირე რაოდენობის წყალში (100-150 მლ) ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მიღებულ სუსპენზიას უმატებენ სრულ გახსნამდე.


ყველა სახის ცხოველის მკურნალობას აწარმოებენ დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე 2 მომდევნო დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ,  სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ