წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, თხა და ცხვარი, ფრინველი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს: ნორსულფაზოლ-ნატრიუმს 998მგ.
გამოყენების ჩვენებები
კატარალური ბრონქოპნევმონია, პლევრიტები, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური სეფსისი, გასტროენტერიტები, დიპლოკოკური სეპტიცემია და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლის გამომწვევი ბაქტერიებიც მგძნობიარეა ნორსულფაზოლის მიმართ.
გამოშვების ფორმა: 250გ პოლიეთლენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზები
ნორსულფაზოლ-ნატრიუმი ცხოველებს ეძლევა პერორალურად შემდეგი დოზებით ერთ სულზე გადათვლით:
ცხენი და მსხვილფეხა პირუტყვი – 10-25 გ.
ღორი, თხა და ცხვარი – 2-5 გ.
ფრინველი – 0,5 გ.
დღეში 2-3 ჯერ 3-6 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ქარხნული შეფუთვით ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.