ფუროქსი / Furoxy

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ბოცვერი, ნუტრია.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს , ფურაზოლიდონს , მეტრონიდაზოლს.


გამოყენების ჩვენებები


ფუროქსი გამოიყენება ყველა სახის შინაურ ცხოველებში, ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევი პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია.


ფრინველი – ჰისტომონოზა, სალმონელოზი, ტრიქომონოზი, ეიმერიოზი;

მსხვილფეხა პირუტყვი – კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, ტრიქომონოზი, ეიმერიოზი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ენტერიტები, ასევე

ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებით გამოწვეული ინფექციები.

ღორი–ბალანტიდიოზი, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის დიზენტირეა,    სალმონელოზი, ეიმერიოზი;

ბოცვერი, ნუტრია – ეიმერიოზი (ღვიძლის კოქციდიოზი).


გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის  პაკეტში.


გამოყენების წესი და დოზები

გამოიყენება ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპიის დროს. ჯგუფური გამოყენებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს პრეპარატის თანაბარი შერევა საკვებში.


ფრინველი – მკურნალობა: 1გ/1კგ საკვებთან ერთად 5-6 დღის მანძილზე,
                  პროფილაქტიკა: - 1გ/2კგ საკვებში 8 -10 დღის განმავლობაში.


მსხვილფეხა პირუტყვი – მკურნალობა: 1გ/20კგ ც.წ-ზე, 5-6 დღის მანძილზე, პროფილაქტიკა: 1გ/30კგ ც.წ-ზე, 8-10 დღის განმავლობაში.


ღორი – მკურნალობა: 1გ/1კგ საკვებში შერევით, 5-7დღის მანძილზე ან 0,15გ/10კგ ც.წ-ზე, ყოველ 12 სთ-ში ერთჯერ, ორი კვირის განმავლობაში.


პროფილაქტიკა: 1გ/2კგ საკვებში შერევით ან 0,06გ/10კგ ც.წ-ზე, ყოველ 12 სთ-ში ერთჯერ, 10-12 დღის განმავლობაში.
ბოცვერი, ნუტრია–მკურნალობა: 0,05გ/1კგ ც.წ-ზე, 3-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკა: მოზარდებში ასხლეტვის დროს 0,25გ_10 ბაჭიაზე 10-12 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ