წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შედგენილობა: 1 ბოლუსი შეიცავს: ალბენდაზოლს 3000მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ნადირის, ფრინველის დეჰელმინთიზაციისთვის, მათ შორის:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზების (ბუნოსტომოზი, ჰემონქოზი, კოოპერიოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, სტრონგილატოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ქაბერტიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი);
ცესტოდოზების (ავიტელინოზი, მონიეზიოზი, თიზანიეზიოზი) მიმართ.
გამოშვების ფორმა: 60 ბოლუსი პოლიეთილენის კონტეინერში;
№4 ბოლუსი ბლისტერზე, №5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ეძლევათ პერორალურად, ერთჯერადად, წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, ინდივიდუალურად ან ჯგუფური წესით საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა: კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი/300კგ ც.წ-ზე; ცესტოდები – 1 ბოლუსი/400კგ ც.წ-ზე; ტრემატოდები - 1 ბოლუსი/200კგ ც.წ-ზე.
ღორი: კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი 300კგ. ც.წ-ზე;
ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები – 1 ბოლუსი 180კგ. ც.წ-ზე; ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი 90კგ ც.წ-ზე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.