საკვების ფორმა: პერორალურად მისაღები საკვები, გამოიყენება კატებისთვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცხოველთა საკვები.
სამიზნე სახეობა: კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ჯაკარდ პეტფუდ, ესპანეთი.
შემადგენლობა:
ქათმის ხორცის ფქვილი, თევზი, მარცვლოვანი და მცენარეული პროდუქტები, ფრინველის ქონი, მინერალები, ვიტამინ A, D3, E ლიზინი, მეთიონინი, ტაურინი, ტიამოტინი, ბიოტინი, კარნიტინი, ლიცეტინი, პრებიოტიკები, ღვიძლის ფქვილი, ლუდის საფუარი.
გამოშვების ფორმა: 20კგ-იან ქაღალდის ტომრებში.
თვისებები
Duck - Cat food - ყოველდღიური საკვები კატებისთვის, შეიცავს 29% ცილას (პროტეინი) და 14% ცხიმს. საკვები გამდიდრებულია ომეგა 3 და 6-ით, ცხიმოვანი მჟავები აძლიერებს იმუნურ სისტემას. პრებიოტიკების FOS (ფრუქტოოლიგოსაქარიდების) არსებობა ხელს უწყობს საკვების ადსორბციას და ასიმილაციას, უზრუნველყოფს ადვილად აქტიური ნივთიერებების შეთვისებას, მონელებას, აუმჯობესებს ნაწლავის ფლორას. საკვების შემადგენლობაში შემავალი ტიამოტინის და ბიოტინის არსებობა უზრუნველყოფს ჯანმრთელ კანს და ბეწვის ბზინვარებას. ხოლო ტაურინი აუმჯობესებს კატის მხედველობას.
გამოყენების წესი და დოზები
საკვები (Duck - Cat food) კატას ეძლევა შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად ედგას და შეუძლია მიიღოს საკვების ის რაოდენობა რაც მას სჭირდება, საკვებთან ერთად უნდა ედგას სუფთა წყალი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 12 თვე.