ფენბექსი 500 / Fenbex 500

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა, ქათამი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდაზოლს 500 მგ.


გამოყენების ჩვენებები


- მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის მონიეზიოზი, დიქტიოკაულოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილატოზი;
- ღორის ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი, სტონგილატოზი, ტრიქოცეფალოზი, მეტასტონგილოზი;
- ცხენის პარასკარიოზი, სტრონგილატოზი.
- ქათმის ასკარიდიოზი;
- ძაღლისა და კატის ტოქსოკაროზი.


გამოშვების ფორმა:  №50 და №100 ტაბლეტი ფლაკონში.



გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევა ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით,  საკვებთან ერთად, პერორალურად ერთჯერადად.


მსხვილფეხა პირუტყვი,  ცხვარი,  თხა, ცხენი,  ვირი,  ჯორი,  ღორი - კუჭნაწლავის და ფილტვის ნემატოდები, ცესტოდები - 1ტაბლ/50კგ ც.წ-ზე; დიკროცელიოზი - 1 ტაბლ/25კგ ც.წ-ზე.


მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი - დიკროცელიოზის და ტრიქოცეფალოზის, ასევე    ღორის - ტრიქოცეფალოზის დროს ეძლევა - 1 ტაბლ/30კგ ც.წ-ზე (33მგ/კგ ც.წ.) ერთჯერადად.

ცხენის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში.

ფრინველი - 1 ტაბლ/15კგ ც.წ-ზე;

ძაღლი, კატა - 1 ტაბლ/10კგ ც.წ.-ზე.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 20°ჩ ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ