აქუა-ნეტ ეკო ტაბლეტი

პრეპარატის ფორმა: სადეზინფექციო ტაბლეტები, წყლის ავზებისა და აუზებისათვის.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალება, წყლის ავზებისა და აუზებისათვის.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: დამჟანგავ საშუალებას 96% და აგლუტინაციურ საშუალებას.

 

გამოყენების ჩვენებები

 

სადეზინფექციო საშუალება, ბიოდეგრადაციის უნარით, გამოიყენება წყლის ავზების, რეზერვუარების, მილების, ცხოველების საწყურებლების და ა.შ. დეზინფექციისათვის. გამოიყენება ასევე ბიოაფკის განადგურებისა და დიარეის პრევენციისათვის.  დეზინფიცირებული სასმელი წყალი უსაფრთხოა მოხმარებისთვის.

 

გამოშვების ფორმა:

 

ტაბლეტი 20 გ-იანი: 2 და 4,5კგ-იანი ვედროში.
ტაბლეტი 100 გ-იანი: 5 კგ-იანი ვედროში.

 

გამოყენების წესი და დოზირება

 

წყლის რეზერვუარების, ავზებისა და აუზების დასამუშავებლად გამოიყენება 1 ტაბლეტი 20 გ-ანი 1000 ლ წყალზე ან 1 ტაბლეტი 100 გ-იანი 5000 ლ წყალზე. ეფექტის შენარჩუნებისთვის გაიმეორეთ კვირაში ერთჯერ.

 

მოათავსეთ შესაბამისი დოზა პირდაპირ წყალში და დაელოდეთ მის მოქმედებას. გაიმეორეთ დამუშავება რეკომენდებული ჯერადობით და აუზიდან ან ავზიდან წყლის ამოღების სიხშირის მიხედვით.


შენახვის პირობები: ინახება გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C   ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ