ლევამიზოლი 7,5 % / Levamizole 7.5%

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა:  1მლ შეიცავს: ლევამიზოლს 75 მგ.


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვის და ღორების კუჭ-ნაწლავის და ფილტვების ნემატოდოზების მკურნალობა, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ჰელმინთებით.


გამოშვების ფორმა: 10მლ, 20 მლ, 50 მლ, 100 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


მსხვილფეხა პირუტყვი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, დოზით 1 მლ/10კგ.ც.წ.-ზე; 300კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს  30 მლ.
ცხვარი, თხა - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, დოზით 1 მლ/10კგ.ც.წ-ზე;


 65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 4,5 მლ.


ღორი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ ლევამიზოლი 10კგ.ც.წ.-ზე;


 150 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 20 მლ.


ძაღლი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ/10კგ. ც.წ.-ზე.


შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 5-25ºC-ზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ