ბიოზანი 900 / Biozan 900

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 600მგ, ოქსფენდაზოლს 300მგ.


გამოყენების ჩვენებები


ბიოზან 900-ის  შემადგენლობაში შემავალი (ოქსიკლოზანიდი,  ოქსფენდაზოლი)  ორი ფართო სპექტრის მქონე  ანტიჰელმინთური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს ცხოველების სრულ დეჰელმინთიზაციას.


პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის სამკურნალოდ ფასციოლოზის, პარამფისტომიდოზების, მონიეზიოზის, დიქტიოკაულოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის დროს.


გამოშვების ფორმა: 50 და 300 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


მსხვილფეხა პირუტყვს, ცხვარს და თხას პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად: 


– ფარმაკოლოგიური დოზა ოქსიკლოზანიდი 10-15 მგ/კგ ც.წ-ზე, ოქსფენდაზოლი 5-7.5 მგ/კგ ც.წ-ზე.
პრაქტიკული დოზა:  - ფასციოლოზი,  დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ოსტერტაგიოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ნემატოდიროზი, კოოპერიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ბუნოსტომოზი -
1 ტაბლეტი - 60კგ ც.წ-ზე.
მონიეზიოზი, პარამფისტომიდოზები - 1 ტაბლეტი - 50კგ ც.წ-ზე. 


შენახვის პირობები:


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 15-250C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ