წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 375 მგ.
გამოყენების ჩვენებები
ფისტოკლოზანიდი გამოიყენება ფასციოლოზით, პარამფისტომიდოზებით, მონიეზიოზით, დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრებისა და თხების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 50 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში და 300 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:
პარაფისტომიდოზები, მონიეზიოზი - 1 ტაბლეტი (375 მგ) 25კგ ც.წ-ზე.
ფასციოლოზი - 1 ტაბლეტი (375 მგ) 35კგ ც.წ-ზე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.