წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 ბოლუსი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს 1500 მგ.
გამოყენების ჩვენებები
ფისტოკლოზანიდი გამოიყენება ფასციოლოზით, პარამფისტომიდოზებით, მონიეზიოზით, დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრებისა და თხების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: №6 ბოლუსი ბლისტერზე, №5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა:
პარამფისტომიდოზები, მონიეზიოზი - 1 ბოლუსი (1500 მგ) 100კგ ც.წ-ზე.
ფასციოლოზი - 1 ბოლუსი (1500 მგ) 150კგ ც.წ-ზე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 20°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.