ფაზინტექსი / Phazinteqs

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი.

 

მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: კლოზანტელს 50 მგ და შემავსებელს 1 მლ-მდე.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი - ტრემატოდოზი (Fasciola gigantica, Fasciola hepatica, Dicrocoelium lanceatum), კუჭ-ნაწლავის ნემატოდოზი (Bunostomum spp., Haemonchus placei, Haemonchus contortus, Oesophagostomum radiatum), კანის ბორა (Hypoderma bovis, Oestrus ovis, Strongyloides spp.,Oedemagena tarandi), ფსოროფტოზი, ქირიოფტოზი, ესტროზი.

 

გამოშვების ფორმა: 5 მლ მინის ამპულაში და 20 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

მსხვილფეხა პირუტყვი - კუნთში, ერთჯერადი ინექცია, ცხვარი - კანქვეშ ერთჯერადი ინექცია.

 

მსხვილფეხა პირუტყვი - ფასციოლოზი და კუჭ-ნაწლავის ნემატოდოზი - 0,5მლ/10კგ. ც.წ-ზე,  ჰიპოდერმატოზი - 1მლ/10კგ ც.წ-ზე.


ცხვარი - ესტროზი და კუჭ-ნაწლავის ნემატოდოზი - 0,5მლ/10კგ ც.წ-ზე,  
ფასციოლოზი - 1მლ/10კგ ც.წ-ზე.

 

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 0°C - 25°C ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ