პიროტექსი 7%+B12 / Pirotex 7%+B12

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: დიმინაზინ დიაცეტურატს 70მგ; ფენაზონს 87,8მგ; ვიტამინ B12 0,06მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის და ძაღლის სისხლის პარაზიტული დაავადებების (ტრიპანოსომოზი, პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ჰემოსპორიდიოზი, ფრანსაიელოზი, ნუტალიოზი) ასევე შერეული ინვაზიების (პიროპლაზმოზი და ფრანსაიელოზი) სამკურნალოდ, აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის თეილერიოზის სამკურნალოდ სხვა ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან კომპლექსში. პრეპარატი იჩენს პროფილაქტიკურ ეფექტს მსხვილფეხა პირუტყვის ბაბეზიოზის და პიროპლაზმოზის და სხვა ცხოველების ჰემოსპორიდიოზების დაავადებების დროს, პრეპარატს ახასიათებს პროფილაქტიკური მოქმედება 10-15 დღის განმავლობაში.


ტრიპანოსომოზის დაავადების  მიმართ (არაკეთილსაიმედო რეგიონებში) კლინიკური პროფილაქტიკა მიიღწევა ცხოველების რეგულარული დამუშავებით 1 – 4 თვეში.


გამოშვების ფორმა: 5მლ მინის ამპულაში, 24 მლ 50 მლ და 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონებში.


გამოყენების წესი და დოზირება


პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში, ერთჯერადად.
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა:


მკურნალობა - 1მლ 20კგ ც.წ-ზე,


პროფილაქტიკა - 1მლ 40კგ ც.წ-ზე.

 

დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას - 1მლ 10კგ ც.წ-ზე
საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო დოზის გამეორება შეიძლება 24 სთ-ის შემდეგ.
ნაგანის დაავადება (Tr.brucei)  გამოწვეული ტრიპანოსომებით, პრეპარატი გამოიყენება ორმაგი დოზით.
ძაღლების პროტოზოული დაავადებების სამკურნალოდ - 1მლ 10კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმტეს 250C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ