წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარამაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ანტიკოქციდიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ბროილერი, საჯიშე ფრინველი, ინდაური, ბატი, იხვი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ტოლტრაზურილს 25მგ.
გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ბროილერის, საჯიშე ფრინველის, ინდაურის, ბატისა და იხვის კოქციდიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
გამოშვების ფორმა: 1მლ მინის ამპულებში, 100მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები: ბიოკოქცი გამოიყენება წყალთან ერთად დოზით 7 მგ ტოლტრაზურილი ფრინველის 1კგ. ც.წ-ზე (28მლ 2.5% ბიოკოქცის ხსნარი 100კგ ც.წ-ზე), 2 დღის განმავლობაში. რაც ექვივალენტურია 1მლ პრეპარატი გახსნილი 1 ლიტრ სასმელ წყალში, რომელიც ფრინველს ეძლევა დასალევად 24სთ-ის, ან 3მლ პრეპარატი 1 ლ სასმელ წყალში 8სთ-ის განმავლობაში, 2 დღე ზედიზედ. დაავადების მძიმე ფორმის მიმდინარეობისას მკურნალობის კურსი მეორდება 5 დღის შემდეგ.
ბიოკოქცის სამკურნალო ხსნარი აქტივობას ინარჩუნებს 48სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი ხმარების წინ უნდა შეინჯღრეს.
შენახვის პირობები :ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, პრეპარატი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული ქარხნული შეფუთვით არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.