დასი / DAS

ანტიმიკრობული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისტრესული საშუალება,  გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის მწარმოებელი კომპანია: შპს «ბიოტეკსი», საქართველო

I.    ზოგადი ცნობები


1.    საკვები დანამატი ”დასი“, პერორალური ხსნარი („DAS“, solucion oral), წარმოადგენს ანტიმიკრობულ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ, ანტისტრესულ საშუალებას და გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის საკვები დანამატი  წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ენდემური კულტურის (Glycine max) ექსტრაქციის გზით. პროდუქტის მიღების უნიკალური ტექნოლოგია (მოდიფიცირებულ გარემოში მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის მეთოდი) შემუშავებულია ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე. საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია პერორალურად მისაღები ხსნარის 1მლ შეიცავს: დასი კონცენტრატს -100 %
   გარეგნული აღწერილობით პერორალური ხსნარი  ღია მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე ხსნარია, დამახასიათებელი მძაფრი სუნით.
2.    საკვები დანამატი ”დასი”,  დაფასოებულია 100მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონებში.
დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება, მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება ქართულ და ლათინურ ენაზე, საკვები დანამატის შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.    ვარგისობის ვადა - 2 წელი დამზადების დღიდან.
ვადის გასვლის შემდეგ საკვებ დანამატის გამოყენება აკრძალულია.

II.    ბიოლოგიური თვისებები


3.    საკვები დანამატის (ანუ ფიტობიოტიკის) შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა კომპლექსი (ფენოლები, აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთები), სრულად ანაცვლებს საკვებში საკვები ანტიბიოტიკების გამოყენების მოთხოვნებს. უზრუნველყოფს ზემოქმედების ფართო სპექტრს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ენტერობაქტერიების ცალკეული სახეობების (Escherichia coli, Proteus vulgaris, Salmonella spp., Clostridium spp., Staphylococcus spp, Streptococcus spp.,) და სხვა მიკროორგანიზმების (Pastereula spp., Corynebacterium spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp.) მიმართ. ასევე ამჟღავნებს ანტიმიკრობულ აქტივობას ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად უმარტივესებზე და ბაქტერიების შტამებზე. თრგუნავს პათოგენური ორგანიზმების ზრდას, ააქტიურებს და აღადგენს ნაწლავების ბუნებრივ მიკოლოფლორას ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს.
4.    საკვები დანამატი უზრუნველყოფს სეროტონინის მატებასა და ისეთი ოპტიმალური დიაპაზონის თანაფარდობის წარმოქმნას, რაც ცნს-ში იწვევს შეკავების პროცესების განვითარებას და ემოციური მდგომარეობის შემცირებას. გამოიხატება აგზნების შემცირება, შიშის დათრგუნვა, სტრე¬სის მოხსნა და საბოლოოდ ცხოველისა და ფრინველის სტაბილურ მდგომარეობაში გადასვლა. ტრიფტოფანისა და ოქსიპროლინის თანაფარდობის გაზრდა ტრიფტოფანის გაზრდის ხარჯზე დადებითად აისახება ხორცის საგემოვნო თვისებებზე. ოქსიპროლინის სტაბილური მაჩვენებელი იწვევს წონის ზრდას ცილების ხარჯზე და არა ცხიმების.

III.    გამოყენების ჩვენებები


5.    საკვები დანამატი “დასი“ გამოიყენება ყველა სახის ცხოველებისა და ფრინველებისთვის
-    იმუნიტეტის ფორმირებისა და სტიმულაციისათვის
-    სტრესების ზემოქმედებისას და მათ აღმოსაფხვრელად (ფიზიკური, ტექნოლოგიური, ტრანსპორტირებისას, დაკვლის წინა პერიოდში).
-    სხვადასხვა ეტიოლოგიის კუჭნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მიკროფლორის აღდგენისა და ფორმირებისათვის.
-    კომპლექსურ თერაპიაში კუჭნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ: დიარეის (გამოწვეული ენტერიტებითა ან საკვებით), დისბაქტერიოზის დროს და საკვების უკეთ შესათვისებლად (ასხლეტამდე და ასხლეტის შემდგომ პერიოდში).
- საბოლოო პროდუქტის წარმოების გაზრდისთვის, უმაღლესი ხარისხის ხორცის, რძისა და კვერცხის მიღების ასამაღლებლად;
6.    საკვებდანამატი მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად.
 სას. სამ. ცხოველებსა და ფრინველებს: პერორალურად, 100მლ/1ტ წყალზე, დღეში ერთჯერ, 5-7 დღის განმავლობაში;


საკვებში შესაყვანი დოზები:

 

 

7.    თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.
8.    გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.
9.    სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის პროდუქცია საკვებდანამატის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიყენებოდეს სასურსათო მიზნებისათვის შეზღუდვების გარეშე.

IV.    პირადი პროფილაქტიკა


10.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.
11.    კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
12.    ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი)
13.    შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას


ინსტრუქცია შემუშავებულია შპს "ბიოტეკსი"-ს მიერ

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი:


    შპს”ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ