ოლიგოფოსი / Oligofos

საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მომქმედი, ჰეპატოპროტექტორი, ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი საშუალება, გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის. 


I.    ზოგადი ცნობები


1.    საკვები დანამატი ”ოლიგოფოსი“, პერორალური ხსნარი („Oligofos”, solution oral) არის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედი, ჰეპატოპროტექტორი, ღვიძლის ფუნქციის გამაუმჯობესებელი საშუალება და  გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
2.    საკვები დანამატი  წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც მიღებულია ენდემური კულტურის (Zea mays), ექსტრაქციის გზით. პროდუქტის მიღების უნიკალური ტექნოლოგია (მოდიფიცირებულ გარემოში მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის მეთოდი) შემუშავებულია ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე. საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია. შემადგენლობა: ოლიგოფოსის კონცენტრატი - 100%.
აღწერილობა: ღია ყვითელი ფერის, სპეციფიური სუნის მქონე, გამჭვირვალე ხსნარი.
3.    საკვები დანამატი დაფასოებულია 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.
დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება, მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება ქართულ და ლათინურ ენაზე, საკვები დანამატის შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.
 ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 5-25°С ტემპერატურაზე,  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ვარგისობის ვადა - 2 წელი დამზადების დღიდან.

ვადის გასვლის შემდეგ საკვებ დანამატის გამოყენება აკრძალულია.


II.    ბიოლოგიური თვისებები


4.    საკვებდანამატი ჰეპატოპროტექტორული ჯგუფიდან, ავლენს რეგენერაციის, დეტოქსიკაციისა და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფენოლები, აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთები) უზრუნველყოფენ ღვიძლის აღდგენა-გაწმენდას, აუმჯობესებენ უჯრედშიდა ცვლასა და ჰეპატოციტების მეტაბოლიზმს; აწესრიგებენ ცხიმოვან და ენერგეტიკულ ცვლას; იცავენ კუჭ-ნაწლავს  პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან, აწესრიგებენ მიკროფლორას;
5.    მოქმედების მექანიზმი: ჰეპატოპროტექტორული მოქმედების ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება. ღვიძლში ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ტოქსინების შეღწევას;
    ცილებისა და ფერმენტების  სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას; აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ. იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, ხელს უწყობს რეგენერაციას და ასტიმულირებს მათ დამცველობით ფუნქციას. ამცირებს ტოქსინების გავლენას ღვიძლის უჯრედებზე.


III.  გამოყენების ჩვენებები


6.    საკვებდანამატი “ოლიგოფოსი“ რეკომენდირებულია სას. სამ. ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც პროფილაქტიკური, დამცავი საშუალება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის:
-    ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
-    ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
-    ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიებით;
-    ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ, კომბინირებული თერაპიის კომპლექსში;
-    მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების დროს.
7.    საკვებდანამატი მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, პერორალურად 100მლ/1ტ წყალზე, დღეში ერთჯერ, 5-7 დღის განმავლობაში.


საკვებში შესაყვანი დოზები:

 

8.    თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.
9.    გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.
10.    სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის პროდუქცია საკვებდანამატის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიყენებოდეს სასურსათო მიზნებისათვის შეზღუდვების გარეშე.


IV.    პირადი პროფილაქტიკა


11.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.
12.    კანთან და თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით.
13.    ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია და ეტიკეტი)

ინსტრუქცია შემუშავებულია შპს “ბიოტეკსის”-ს მიერ.


მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი:


შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.№8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ